четверг, 18 октября 2018 г.

სსსმ მოსწავლის პრობლემები, შესაძლებლობები და საჭიროებები (კვლევა)


შესავალი
მასწავლებლის საქმიანობა მოსწავლეთა სწავლა/სწავლების პროცესის კარგად გააზრებას უნდა დაეფუძნოს და მათი საჭიროებების დადგენის შესაბამისად უნდა მოხდეს სასწავლო პროცესის დაგეგმვა.
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩემთვის პრიორიტეტული გახდა ინკლუზიურ განათლებასთან არსებული საჭიროებიბის განსაზღვრა და ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემების კვლევის აუცილებლობა.
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუნბის თემის #1 საჯარო სკოლაში განხორციელებულ პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.
ნაშრომი შედგება 7 თავისაგან:
I თავში მოცემულია კვლევის საკითხის მიმოხილვა, პრობლემები, პრობლემების გამომწვევი მიზეზები, კვლევის მიზანი და ამოცანები.
II თავი ეხება პრაქტიკული კვლევის არსს.
III თავში მოცემულია სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები სსსმ მოსწავლესთან მუსაობის პროცესში და ზოგადად ინკლუზიის შესახებ.
IV თავში მოცემულია ინფორმაცია კვლევის მეთოდოლოგიასა და ვადების შესახებ.
V თავში ეხება კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების ანალიზს.
VI თავში განხილულია ინტერვენციებისა და მისი შეფასების შესახებ.
VII თავი ეხება კვლევის რეკომენდაციებს.







-1-




თავი I

კვლევის საკითხის მიმოხილვა

1.1.     მოკლე ინფორმაცია სსსმ მოსწავლის შესახებ.
ალისუბნის თემის #1 საჯარო სკოლის II კლასში სწავლობს სპეციალური საგამანათლებლო საჭიროების მქონე ერთი მოსწავლე  თორთლაძე გიორგი. ის ჩართულია სწავლა/ სწავლების პროცესში.

1.2.     სსსმ მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები
საგაკვეთილო პროცესს სსსმ მოსწავლე ყოველთვის ესწრება. მისთვის თითოეული მასწქვლებლის მიერ საგნების მიხედვით შედგენილია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაძღვრული გრძელვადიანი და მოკლევადიანი ინდივიდუალური სასწავლო გეგმები. მიუხედავად პედაგოგების ძალისხმევისა მოსწავლე ვერ ახდენს საკუთარი შესაძლებლობების ეფექტურად გამოვლენასა და რეალიზებას.

1.3.     პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები.
თანაკლასელებთან, კლასში შემსვლელი მასწავლებლების, მშბლისა და სპეც მასწავლებლის გამოკითხვის საფუძველზე გამოიკვეთა რამდენიმე ფაქტორი.
ა) სამედიცინო დასკვნის საფუძველზე  გაცემულია  დიაგნოზი-მიკროცეფალია, ჰიპერმობილურობის სინდრომი, დიზანთრია.
ბ) სსსმ მოსწავლის ნაკლებეფექტურად ჩართვა  საგაკვეტილო პროცესში მასწავლებლების მიერ????????????
გ) მშობლის, მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლის  არაეფექტური თანამშრომლობა.






-2-
1.4.     კვლევის მიზანი
სსსმ მოსწავლის შესაძლებლობების ეფექტური გამოვლენისა და რეალიზების მიზეზების დადგენა, შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება  და მიღებული შედეგების შეფასება.

1.5.     კვლევის ამოცანა



კვლევის ამოცანაა პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს:
1)      რამდენად ახერხებენ მასწავლებლები სსსმ მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენას?
2)      როგორია სსსმ მოსწავლის  მოტივაცია საგაკვეთილო პროცესში?
3)      არის თუ არა მიზანმიმართული სპეცმასწავლებლისა და მასწავლებლების თანამრომლობა?
4)      როგორია სსსმ მოსწავლის  ფსიქოლოგიური ფაქტორები გკვეთილზე?
5)      შეუძლია თუ არა  საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა საგაკვეთილო პროცესში?
6)      ხდება თუ არა პედაგოგთა შორის აზრთა ურთიერთგაზიარება?
7)      იცნობს თუ არა სსსმ მოსწავლე და მისი მშობელი  შესაძლებლობების გამოვლენისა და რეალიზების  ინსტრუმენტებს?
8)      რამდენად გასათვალისწინებელია კლასის კლიმატი სსსმ მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენის პროცესში?
9)      როგორ შეიძლება გადაიჭრას  სსსმ მოსწავლის შესაძლებლობები და მისი საჭიროებების პრობლემა?









-3-
თავი II
                 პრაქტიკული კვლევის არსი
აღნიშნული კვლევა გულისხმობს  მასწავლებლისა და სპეც მასწავლებლის ძალისხმევას, სადაც ჩართული არიან კლასში შემსვლელი პედაგოგები, სპეცმასწავლებებლი, სსსმ მოსწავლის მშობელი და II-III-IV კლასის მოსწავლეები. ხდება მათი აზრების ერთმანეთთან გაზიარება, ხდება თუ არა ამ პროცესში მოსწავლეთა დაზარალება , სწორედ ამიტომ განისაზღვრა კვლევასი მონაწილე პირები:
© კლასსი შემსვლელი მასწავლებლები.
© სპეცმასწავლებელი.
© II-III-IV  კლასის მოსწავლეები.
© მშობელი.
© სსსმ მოსწავლე.










-4-


თავი III
ლიტერატურის მიმოხილვა
გულნაზი ხახუა---,,ინკლუზიური განათლება“  სპეციალური პედაგოგიკა
აღნისნული სახელმძღვანელო მოიცავს  ფუნდამენტურ, კომპაქტურ და სისტემურ ცოდნას სწავლის უნარშეზღუდულობის სახეობების, სიპტომების, გამოწვევის ფაქტორებისა და მიზეზების შესახებ. აჩვენებს მათ უარყოფით გავლენას შემეცნებით პროცესებზე., პიროვნების განვიტარებაზე. არკვევს  საკორექციო  კომპესატორულ, საპრევენციო სარეაბილიტაციო თუ პროფილაქტიკურ საშუალებებს,მათი გამოყენების სტრატეგიებსა და აქტივობებს, საგანმანათლებლო, განმავითარებელ და აღმზრდელობით პროცესებს. ფოზიკურ, სოციალურ და სასწავლო გარემოპირობებს, სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორებს. ყველა პედაგოგიური დეტალია მოცემული, რაც ხელს უწყობს სწავლა-განათლებისა და აღზრდის ხარისხის  ამაღლებას.

თათია პაჭკორია, სალომე მაზმიშვილი, თამუნა კბილცეცხლაშვილი----,,მოსწავლე, ოჯახი, სკოლა.“
სსსმ მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში  ჩართვის შესახებ უამრავი კვლევებია ჩატარებული, თუ როგორ შეიძლება მოხდეს სსსმ მოსწავლის მიერ შესაძლებლობების ეფექტურად გამოვლინება. ოჯახის სემდგომ არის სკოლა, სადაც ბავშვი უმეტეს დროს ატარებს. ის უმკლავდება დადებით და უარყოფით ემოციებს, იმუხტება და ხდება მისი პიროვნების ფორმირება. სკოლის მუშაობა თითოეული მოსწავლისკენაა მიმართული. სკოლა უნდა იყოს ის კეთილგანწყობილი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე თანაბრად იქნება ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
სკოლისა და მშობლის ურთიერთობა თანამშრომლობითი ხასიათს უნდა ატარებდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ბავშვს რაიმე სახის სირთულე ექმნება  სასკოლო გარემოში, სასწავლო პროცესში, თანატოლებტან ურთიერთობაში. ხშირად პედაგოგები გამოუვალ მდგომარეობაში ხვდებიან და არ იციან თუ როგორ უნდა მიუდგნენ მოსწავლეს. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა არაფერი არაფერი არ გამოსდით. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა მშობელმა გაუწიოს დახმარება . მასთან საუბრის შედეგად  შეიძლება ისეთი ინფორმაციის მიღება, რაც დიდ დახმარებას გაუწევს მასწავლებელს მოსწავლეებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაში და სასწავლო პროცესის წარმართვაში შეუწყობს ხელს.
აუცილებელია, რომ მასწავლებელსა და მშობელს შორის არსებობდეს  ურთიერთშეთანხმება. უნდა მოხდეს ორივე მხარის აზრების გათვალისწინება. ერთმანეთს უნდა უზიარებდნენ ცოდნას, -5-
გამოცდილებებს, განცდებს, დაკვირვებებს. გადაწყვეტილკების მიღება უნდა ხდებოდეს
ერთობლიბად. ორივე მხარემ უნდა გადაინაწილოს პასუხისმგებლობა ბავშვის განათლებაზე.


ჯონსონი ბერიტ ჰ. სკორტენი მირიამ დ.-----,, ინკლუზიური განათლება“
ნაშრომი მოიცავს მსოფლმხედველობრივი და პროფესიული ხასიათის პრობლემათა ფართო სპექტრს. აქვეა განხილული ინკლუზიის ცალკეული ასპექტები. იგი გვთავაზობს მხოლოდ რამდენიმე განსხვავებულ  პერსპექტივას  შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე ადამიანების განათლების სფეროში.
გამოცემა შედგება ოთხი ნაწილისაგან. პირველი  ნაწილი მოიცავს სამ სტადიას, რომელშიაც განხილულია სპეციალური განათლების პრინციპები ინკლუზიის პროცესში და პერსპექტივები პრაქტიკულ საქმიანობაში.
მეორე ნაწილი გვთავაზობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა  განათლების, როგორც პროფესიის  და სამეცნიერო კვლევითი დისციპლინის განხილვას და სათანადო  გარემოს შექმნას მაღალი განათლებისა და განვითარების პირობებით.
მესამე ნაწილი მოიცავს ოთხ სტატიას კურუკულუმისა და მეთოდოდოლოგიური საკითხების შესახებ. აღნიშნული სტატიები ყურადღებას ამახვილებს სპეციფიკური უნარ-ჩვევებისა და განათლებასთან დაკავშირებულ თემებზე.
ზოგადსაგანმანათლებლო  და შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე ადამიანების განათლების სფეროში მომუშავე მასწავლებლები მტავარი ფიგურებია ინკლუზიის განვითარების პროცესში. ამ პროცესში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მათი განათლების მაღალი ხარისხი და  ადექვატურობა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ცოდნა და უნარ-ჩვევები აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობების  შექმნისთვის  სკოლის განვითარებისთვის.







-6-
3.2.  ეროვნული სასწავლო გეგმა.

მუხლი 29.  სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება, დასწრება და გაცდენები
1. სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხდება იმავე პრინციპით, როგორითაც ხდება ნებისმირი სხვა მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება. თუ სსსმ მოსწავლე განათლებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, ფასდება მის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონე. სსსმ მოსწავლე, რომელიც წარმატებით სძლევს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ფასდება მაღალი ქულით.
2. სსსმ მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური და საფეხურის საერთო ქულების გამო ანგარიშება ხდება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმის მე-20 მუხლის შესაბამისად.
3. გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია სსსმ მოსწავლეს არ ჰქონდეს სემესტრული შეფასება ერთ ან რამდენიმე საგანში. გამონაკლისი დაიშვება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე. გამონაკლის შემთხვევაში მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა წარმოადგენს საგნის წლიურ ქულას.   თუ სსსმ მოსწავლე რომელიმე საგანში მოცემულ სემესტრში არ ფასდება, ეს ხელს არ უშლის მას გადავიდეს მომდევნო კლასში.
4. თუ სსსმ მოსწავლეს აქვს მოწყვლადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არსებობს ამის დამადასტურებელი საბუთი მის პირად საქმეში, სსსმ მოსწავლის მიმართ არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმის  22- მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.
5. თუ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია წლიური გამოცდის ჩატარება და დადგენილია, რომ მას აბარებენ ის სსსმ მოსწავლეებიც, რომლებიც ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლობენ, სკოლამ უნდა მოახდინოს საგამოცდო მასალის ადაპტირებაუნდა შეიქმნას ინდივიდუალური საგამოცდო პროგრამა, რომელიც დაეყრდნობა ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.






-7-
3.4. საგაკვეთილო პროცესი
კლასში სსსმ მოსწავლის შემთხვევაში მასწავლებლის უმთავრესი ამოცანა, საგაკვეთილო პროცესში ყველა მოსწავლის თანაბრად ჩართვა და თითოეული მოსწავლისათვის დასახული მიზნის შესაბამისი ცოდნის გადაცემაა. პედაგოგმა ეს უნდა შეძლოს მიუხედავად  იმისა, რომ ის განსხვავებულ მოსწავლეებთან  განსხვავებული სტრატეგიებითა და გეგმით მუშაობს.
კარგი იქნება თუ მასწავლებელი კლასთან მუშაობის პარალელურად  სსსმ მოსწავლესთან, მისთვის სპეციალურად  შესრულებული  დავალებით, მუშააობით, დაკავდება. ეს იქნება მარტივი ფიგურების გაფერადება, გადმოხატვა და სხვა.
ყურადღების გამახვილება უნდა მოხდეს ერთ ფაქტორზე, რაც არის გაკვეთილის თემა სსსმ მოსწალის სამუშაო მასალაც იმ თემის შესაბამისი უნადა იყოს. ასევე გასათვალისწინებელია ისიც,  რომ მიუხედავად განსხვავებული მიზნებისა  უნდა მოხდეს საგაკვეთილო  პროცესში ჩართული იყოს ყველა მოსწავლე.
მთავარია  ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მოსწავლეებისათვის საინტერესო აქტივობების  შერჩევა. ასევე  მნიშვნელოვანია  მოსწავლეთა ზედმეტმა  ინტერესმა საგაკვეთილო პროცესის ჩაშლა გამოიწვიოს. ამგვარი აქტივობების გამოყენებისას გადამწყვეტია მოსწავლის ეს აქტივობები დავალების სახით მასწავლებლისგან მიეცეს  და გაკონტროლდეს გაკვეთილის მსვლელობისას.








-8-

თავი IV
მეთოდოლოგია

4.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი
©II-III-IV კლასის მოსწავლეები
©სსსმ მოსწავლე
©კლასში შემსვლელი მასწავლებლები
© სსსმ მოსწავლის მშობელი
© სპეც მასწავლებელი

4.2. შერჩევა
კვლევაში მოხდა  შერჩევა თუ ვინ უნდა ყოფილიყო გამოკითხვის ობიექტები.
დაიგეგმა      II-III-IV  კლასის მოსწავლეთა გამოკითხვა. სულ მოსწავლეთა რაოდენობა არის 27, მათ შორის 1 სსსმ მოსწავლე. კვლევის პროცესში გამოყენებული იქნა  ჩაღრმავებული ინტერვიუ სსსმ მოსწავლის მშობელთან. ასევე მიზნობრივად იქნა შერჩეული  კლასში შემსვლელი ყველა პედაგოგი და მათ შორის  სპეც მასწავლებელიც.
4.3. მონაცემების შეგროვება.
მონაცემთა შეგროვება განხორციელდა  შემდეგნაირად. შეირჩა კითხვები, რომელთა დახმარებითაც მოხდებოდა  II-III-IV  კლასის მოსწავლეთა გამოკითხვა.
( კითხვები იხილეთ დანართი #1)
შემდეეგ მოხდა ჩაღრმავებული ინტერვიუს წარმართვა  სსსმ მოსწავლის მშობელთან. (იხ. დანართი #2).

-9-
მოვახდინე მიზნობრივად შერჩეული კლასში შემსვლელი ყველა პედაგოგი. (იხ. დანართი #3), რომლის მიზანი იყო დაგვედგინა პედაგოგების ვარაუდები და მიზნები სსსმ მოსწავლის საკუთარ შესაძლებლობების გამოსავლენად.
ფოკუს ჟგუფში შედიოდა  სპეც მასწავლებელიც, რომელტანაც გამოკითხვის შედეგად ჩამოვაყალიბეთ გარკვეული შემაფერხებელი ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები. ( იხ. დანართი #4).

4.4. კვლევის მონაწილე მხარეები და  მათი პასუხისმგებლობები
კლასში შემსვლელი  პედაგოგები, სპეც მასწავლებელი, სსსმ მოსწავლის მშობელი, II-III-IV კლასის მოსწავლეები
·         კვლევის ინსტრუმენტის შემუშავება
·         გამოკითხვა
·         გამოკითხვის სედეგების ანალიზი
·         ინტერვენციის  დაგეგმვა
·         ინტერვენციის შედეგების ანალიზი
·         ინტერვენციათა ვადების დაცვა
·         შედეგების გაცნობა მშობელს, პედაგოგებსა და სპეც მასწავლებელს.







-10-

4.5. კვლევის ვადები

#
აქტივობა
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
1
საკვლევი პრობლემის შერჩევა




2
სავარაუდო გეგმის შემუშავება




3
შეხვედრა სკოლის სპეც მასწავლებელთან




4
კითხვარის შედგენა, დამუშავება




5
მოსწავლეთა გამოკითხვა




6
შეხვედრა სსსმ მოსწავლის მშობელთან




7
მიღებული შედეგების ანალიზი




8
პრობლემის იდენტიფიცირება




9
სავარაუდო ინტერვენციების განხილვა




10
ინტერვენციის განხორციელება




11
ინტერვენციის შედეგების ანალიზი




12
 პრეზენტაცია








-11-

თავი V
კვლევის შედეგები
5.1. გამოკითხვის შედეგების ანალიზი ( მოსწავლეები)
მოსწავლეების გამოკითხვით დადგინდა, რომ ასეთი მოსწავლეები უნდა სწავლობდნენ მათ გვერდით. პროცენტული მაჩვენებელი კი ასეთია  დიახ---75%,   არა---25%,     არ ვიცი----0%







-12-


მოსწავლეთ აგამოკითხვით დადგინდა, რომ სსსმ მოსწავლეს არ აქვს მოტივაცია  საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად, მიუხედავად იმისა, რომ მას ეძლევა  მისი შესაძლებლობების მქონე დავალება. ძალიან მალე  იღლება, რაც იწვევს საგაკვეთილო  პროცესის არამარტებულად წარმართვას.


5.2. გამოკითხვის შედეგების ანალიზი (მშობელი)
ჩაღრმავებული ინტერვიუს  მომდევნო ეტაპი განხორციელდა  სსსმ მოსწავლის მშობელთან (დანართი 2), რამაც მოგვცა საშუალება მიგვეღო დეტალური ინფორმაცია  სსსმ მოსწავლის  ფსიქოლოგიურ მახასიათებელზე. ინტერვიუს შედეგად  გამოვლინდა, რომ მოსწავლე აქტიურადაა ჩართული საოჯახო საქმიანობებში. განსაკუთრებით დიდ ყურადრებას ავლენს შინაური ფრინველებისა და ცხოველების მიმართ.
მშობლის შეხედულებით  მისი შვილის ჩართვა ვერ ხდება სათანადოდ  საგაკვეთილო  პროცესში, მიუხედავად პედაგოგების მცდელობისა.
კითხვაზე თუ რამდენად ავლენს მისი შვილი საკუთარ შესაძლებლობებს საგაკვეთილო

-13-
პროცესში, მშობელმა აღნიშნა, რომ მის შვილს არ აქვს ფსიქოლოგიური მზაობა, რომ პროდუქტიულად იყოს ჩართული საგაკვეთილო პროცესში და მით უფრო მეოთხე-მეხუთე გაკვეთილებზე.
მშობელმა აღნიშნა, რომ რადგან მისი შვილი  ვერ ახერხებს წაკითხვას და შემდგომ გააზრებას, ამიტომ თვითონ ეხმარება  და ცდილობს მანვე წაუკითხოს გაკვეთილი და მისივე დახმარებიტ მოახდინოს გააზრებაც.
მშობელმა გამოთქვა განსაკუთრებული მადლიერება მასწავლებლებისა და სკოლის მიმართ, რადგან თითოეული პედაგოგისა და სკოლის სხვა წარმომადგენლების დამოკიდებულება კეთილგანწყობილია მისი  შვილის მიმართ. მათი დახმარებით ის ადვილად ახერხებს მენტალურად თუ  ფიზიკურად დიფერენცირებას სხვა მოსწავლეებთან მიმართებით.
კითხვაზე თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს მოტივაცია, მისი საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად , მშობელმა აღნიშნა, რომ  ეს უნდა იყოს გონივრულად მის საჭიროებებს მორგებული დავალებების მიცემა და ინტენსიური მოთხოვნა, რათა მეტად გაუღვივდეს პასუხისმგებლობის გრძნობა.
მშობელმა აღიარა, რომ დროის უკმარისობის გამო ვერ ახერხებს პედაგოგებთან ხშირ კომუნიკაციას და მიუხედავად პედაგოგების შეთავაზებისა საგაკვე\თილო პროცესს ვერ დააკვირდება დროის უქონლობის გამო.



5.3. გამოკითხვის შედეგების ანალიზი (მასწავლებელი, სპეც მასწავლებელი) (დანართი 3,4)

მასწავლებელთა შეფასებით სსსმ მოსწავლე გაკვეტილზე საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა მართალია არაეფექტურია, მაგრამ მაინც შეიძლება შეფასდეს დადებითად. მას სისტემატიურად ეძლევა ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული  დავალებები, რომელთა შესრულებას ახერხებს მშობლის დახმარებით და თან არაინტენსიურად.
სპეც მასწავლებლის მიერ გაცნობილი იქნა მულტიდისციპლინარული გუნდის დაკვნები სსსმ მოსწავლეზე. გამოიყო მისი სოციალური და აკადემიური უნარები. მის მიერ დაკონკრეტდა მოსწავლის მიერ თითოეულ გაკვეთილზე შესაძლებლობების გამოვლენა და რეალიზება.
-14-
სპეც მასწავლებლისა და მოსწავლის მასწავლებლებს შორის ხდება ინტენსიური შეხვედრები. ახდენენ ინდივიდუალური გეგმის გადასინჯვას და მოსწავლის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.

















-15-
თავი VI
ინტერვენციები და  მისი შეფასება

6.1. შესაძლო ინტერვენციები
კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციისა და მონაცემტა ანალიზის საფუძველზე დაიგეგმა ინტერვენციები
© კლასის ხელმძღვანელისა და სპეც მასწავლებლის  მიერ მონიტორინგის წარმოება სსსმ მოსწავლის გაკვეთილზე დასწრება- დაკვირვების გზით.
© სსსმ მოსწავლის ჩართულობა საგაკვეთილო  პროცესში.
©პედაგოგისათვის საჭიროებისა თუ წინასწარ განსაზღვრული დროით სსსმ მოსწავლის ფიზიკური და ფსიქოლოგიური განტვირთვისათვის საკლასო ოთახიდან რესურს ოთახში გაშვება.
© მასწავლებლის მიერ თითოეულ გაკვეთილზე ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოსწავლის შესაფერისი დავალების მიცემა და მისი წარდგენის შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
© საკლასო და სასკოლო ღონისძიებებში ჩართვა.
© მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობისა და  თანამშრომლობის გააქტიურება.


6.2. განსახორციელებელი ცვლილებები
განხილული იქნა ინტერვენციები
©სპეც მასწავლებლისა და კლასის ხელმძღვანელის  მიერ მოხდა მონიტორინგის
განხორციელება.
©შემოწმდა მოსწავლის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.
©მოხდა  დაკვირვება თუ რამდენად ხდება მოსწავლის გაშვება რესურს ოთახში.
-16-
©მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული სასკოლო და საკლასო ღონისძიებებში. საახალწლო ღონისძიების დროს კარგად იხდენდა კურდღლის როლს.


6.3. ინტერვენციის შედეგები
ინტერვენციის დასრულების შემდეგ კვლავ მოვახდინეთ პედაგოგებთან შეხვედრა, რათა მოეხდინათ საკუტარი მოსაზრებების გამოთქმა.
მათი აზრით მოსწავლის დაინტერესება შეიძლება მოხდეს მხოლოდ სახალისო დავალებების მიცემით. ისიც მხოლოდ მცირე დროში შესასრულებელი უნდა იყოს.
სპეც მასწავლებლის აზრით , მოსწავლის პრობლემატიკის წინა პლანზე წამოწევის გზითა და განხორციელებული ინტერვენციების საშუალებით შესაძლებელი გახდა სსსმ მოსწავლის უნარების გააქტიურება, მოხდა მოსწავლის საგაკვეტილო პროცსში ცართვა, რამაც ხელი შეუწყო ტანაკლასელთა  და მასწავლებელთა უკუკავშირს.












-17-
თავი VII
7.1. თვითკრიტიკა
მონიტორინგის მიზნიტ გაკვეთილზე დასწრების ფაქტი რამდენადმე შეიცავდა რისკ ფაქტორს თუ მასწავლებელს წინასწარ ეცოდინებოდა  დასწრების შესახებ შესაძლებელია სსსმ მოსწავლის ჩართულობა გაკვეთილზე ერთჯერადი ყოფილიყო, ხოლო მასწავლებლის გაუფრთხილებლობის შემთხვევაში გამოიწვევდა ნეგატიურ  დამოკიდებულებას. კარგი იყო რომ პედაგოგები გაგვეფრთხილებინა, რომ გარკვეული დროის მანძილზე მოხდებოდა მათ გაკვეთილზე დასწრება. ამით შესაძლებელი იქნებოდა  სსსმ მოსწავლის მიერ საკუთარი შესაძლებლობების  ეფექტურად გამოვლენა.

7.2. რეკომენდაციები
კვლევის შედეგად დადგინდა რომ საჭიროა კოლეგებს შორის უფრო მეტი თანამშრომლობა, თითოეულმა მათგანმა უფრო ინტენსიურად ითანამშრომონ სპეც მასწავლებელთან. საჭიროა მშობელსა და მასწავლებელებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება.
საჭიროა  სსსმ მოსწავლის მუდმივი მონიტორინგი საჭირო აქტივობების  განსაძღვრის მიზნით. საჭიროა  ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაძღვრული მასალებისა და უნარების გათვალისწინებით მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართვა.







-18-
დასკვნა

ჩემი პრაქტიკული კვლევის საფუძველზე, რომელის მიზანი იყო  სსსმ მოსწავლის საჭიროებების განსაზღვრისას შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სსსმ მოსწავლეს უჭირს საგაკვეთილო პროცესზე გაჩერება, არასათანადოდ ეკიდება მიცემულ დავალებებს, მშობლებსა და მასწავლებლებს სორის არის ნაკლები ურთიერთობა.
აღნიშნული პრობლემის აღმოსახვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციებისა და შეფასების სედეგად გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა ეფექტურია, რაც მეტნაკლებად უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლის ცართვას საგაკვეთილო პროცესში.
მიზანშეწონილად მივიჩნევ, რომ სსსმ მოსწავლის გაკვეთილზე შესაძლებლობების ეფექტურად გამოსავლენად საწიროა განხორციელდეს მუდმივი მონიტორინგი.
გამოყენებული ლიტერატურა
1.      გულნაზი ხახუა---,,ინკლუზიური განათლება“  სპეციალური პედაგოგიკა
2.      თათია პაჭკორია, სალომე მაზმიშვილი, თამუნა კბილცეცხლაშვილი----,,მოსწავლე, ოჯახი, სკოლა.“
3.      ჯონსონი ბერიტ ჰ. სკორტენი მირიამ დ.-----,, ინკლუზიური განათლება“





















-19-

დანართი
 დანართი N1

კითხვები მოსწავლეებისათვის
კლასი--------------

1.       თქვენი აზრით უნდა გამოვხატოთ თუ არა სსსმ  მოსწავლეების მიმართ ყურადღება?
  
o კი                                  o არა                                                    o არ ვიცი

2.    თვლით თუ არა რომ აღნიშნული მოსწავლეები უნდა სწავლობდნენე ჩვენს გვერდით?


o კი                                  o არა                                                    o არ ვიცი

3.    უნდა ვავლენდეთ თუ არა ასეთი მოსწავლეების მიმართ აგრესიას?


o კი                                  o არა                                                    o არ ვიცი


4.    სცემენ თუ არა თქვენი ამხანაგები პატივს ასეთ მოსწავლეებს?

o კი                                  o არა                                                    o არ ვიცი

5.    როგორ ფიქრობთ თუ გაკვეთილზე სსსმ მოსწავლეა ამით საგაკვეთილო პროცესი ფერხდება და თქვენ ზარალდებით?

 o კი                                  o არა                                                    o არ ვიცი

6.    როგორ ფიქრობთ ასეთი მოსწავლე უნდა სწავლობდეს თუ არა თქვენს გვერდით?

o კი                                  o არა                                                    o არ ვიცი
-20-
დანართი 2

კითხვარი მშობლისათვის(ინტერვიუ)
1.    როგორია თქვენი შვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა?------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.    რამდენად ადეკვატურია ის სახლში? ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.    ახასიათებს თუ არა თქვენს შვილს საკუთარ თავში ჩაკეტვა? და რა არის ამის მიზეზი? -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.    რა წარმოადგენს მის დაინტარესების სფეროს? -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5.    როგორ ფიქრობთ რამდენად ახერხებს თქვენი შვილი გაკვეთილზე საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას? ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.    რა ფორმით ახერხებთ მის დახმარებას საშინაო დავალების შესრულებისას ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7.    როგორი დამოკიდებულება აქვს მას სკოლის, კლასისა და  პედაგოგების მიმართ? -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8.    რამდენად ხშირად ახერხებთ პედაგოგებტან კომუნიკაციას? ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9.      თქვენი აზრით რამ შეიძლება გამოიწვიოს მისი მოტივაცია საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად? ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 

-21-
დანართი 3.

კითხვარი პედაგოგებისათვის
სახელი, გვარი---------------------------------------------

1.    რამდენად ახერხებს სსსმ მოსწავლე თქვენს გაკვეთილზე საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას? --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.    როგორია თქვენი მოლოდინები სსსმ მოსწავლის მიმართ? ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.    აძლევთ თუ არა  სსსმ მოსწავლეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრულ დავალებებს? --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.    განვლილი პერიოდის განმავლობაში როგორია სსსმ მოსწავლის  განვითარება? არის პროგრესით თუ დონე თანდათან იკლებს? ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5.    რამდენად ახერხებთ კლასში შემსვლელი პედაგოგები თანამშრომლობას ერთმანეთთან? სპეც. მასწავლეელთან? მშობლებთან? -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.    რა სტრატეგიები და აქტივობები შეიძლება იქნეს გამოყენებული  იმისთვის, რომ სსსმ მოსწავლემ თავისი შესაძლებლობები ეფექტურად გამოავლინოს? ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------22-
დანართი 4.

კითხვები სპეც. პედაგოგისათვის

1.    როგორია სსსმ მოსწავლის დიაგნოზი? --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.    როგორ ფასდება მისი სოციალური და ფსიქოლოგიური უნარები? -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.    რამდენად შესწევს უნარი საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასებისა? --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.    რამდენად ახერხებს მოსწავლე თქვენთან ურთიერთობისას საკუთარი შესაძლებლობების ეფექტურ გამოვლენას და რეალიზებას--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5.    რამდენად გააზრებულია სსსმ მოსწავლის ქმედება? ფიქრობს თუ არა რას აკეთებს? იაზრებს თუ არა მის ჩადენილ ქმედებებს? -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  
-23-
დანართი 5


საქართველოს განათლებისა და მენიერები სამინისტროს
მულტიდისციპლინური გუნდის
შეფასების ფორმა
          დემოგრაფიული მონაცემები
ბავშვის სახელი, გვარი
გიორგი თორთლაძე
პირადი ნომერი
21950000237
მისამართი
 თერჯოლა, სოფ. ალისუბანი
ტელეფონის ნომერი
595-51-58-63
დაბადების თარიღი
11.01.2009წ    
ბავშვის ასაკი (წელი,თვე)
7წლი,9 თვის


შეფასების თარიღი:
6.10.2016წ
შეფასების ადგილი:
სსიპ ქ. ზესტაფონის #2 საჯარო სკოლა
შემფასებლები:
  1. მულტიდისციპლინური გუნდის წევრის სახელი, გვარი:  ინესა ზარნაძე
ელ-ფოსტა:  inazes@rambler.ru
            ტელეფონისნომერი:ტელეფონი:555762767

  1. მულტიდისციპლინური გუნდის წევრის სახელი, გვარი:  ცირა ბოჭორაძე
ელ-ფოსტა:  cira68@yahoo.com
            ტელეფონისნომერი:593 20 35 32








-24-
აკადემიურიდაკოგნიტურიუნარებისშესაფასებლადგამოყენებულ იქნა:
(მოცემული ტესტები გამოიყენება არაფორმალურად)
TONI4
არავერბალური ინტელექტი ტესტი, რომელიც ზომავს ზოგად ინტელექტს, აბსტრაქტულ აზროვნებასა და პრობლემის  გადაჭრის უნარებს.
ასევე, იძლევა ინფორმაციას ვიზუალურ სივრცით უნარებზე: - ფიგურის იდენტიფიკაცია, მსგავსი დეტალების მქონე ფიგურათა შორის. დეტალების მორგება, ობიექტის სივრცითი როტაცია/ მანიპულაციები.

Woodcock Johnsone Psycho-educational Battery III,(მოცემული სუბ-ტესტები გამოიყენება არაფორმალურად)
სუბტესტები:
  • წყვილების მოძებნა
კოგნიტური უნარების შესაფასებელი ბატარეა.
  • ყურადღების შესაფასებელი სუბტესტი, რომელიც აფასებს სამიზნე სტიმულზე ან სტიმულთა წყვილზე შერჩევითი ფოკუსირების უნარს, არასამიზნე სტიმულის იგნორირებით. ანუ, აფასებს შემდეგ კომპონეტებს: ყურდღების ფოკუსირება, სელექცია და შენარჩუნება.
  • სურათის ცნობა
  • აფასებს მხედველობით მეხსიერებას. წრაფ აღქმას,  დამახსოვრებას და დამახსოვრებულის იდენტიფიცირებას.
  • სწრაფი სახელდება

  • ზომავს, თუ რამდენად მარტივად და სწრაფად ახერხებს ბავშვი ობიექტის ცნობას,  მის დაკაშირებას ვერბალურ სიმბოლოსთან (სიტყვასთან/სახელთან) და პროდუქციას.
ციფრების რიგი (WISC IV)
(სუბტესტი გამოიყენება არაფორმალუად)
აფასებს ხანმოკლე სმენით და  მუშა მეხსიერებას.
ბენდერის ბარათები
(ტესტები გამოიყენება არაფორმალურად)
აფასებს ვიზუალურ-მოტორული ინტეგრაციის და სივრცით უნარებს.


                                                         -25-

მშობელთან/ მასწავლებელთან ინტერვიუ



მასწავლებელმა აღნიშნა, რომ გიორგი არის მოუსვენარი, ითხოვს გასვლას გაკვეთილიდან. უჭირს ასაკის შესაბამისი დავალებების შესრულება. შეუძლია  ჯგუფურ აქტივობებში ჩარვა, უყვარს თამაში, მაგრამ  ზოგჯერ ვერ იცავს წესებს.
მშობლისინფორმაციით, გიორგის აუჭირს მეტყველება, ხატვა, წერა უჭირს საშინაო დავალებების შესრულება.


დაკვირვების მონაცემები
შეფასების პროცესში მოსწავლე მონაწილეობდა დიალოგში,ასრულებდა აქტივობებს. დავალებას ისმენდა, საჭიროებდა მოდელირებას. დავალების შესრულებისას უყურებს ძმას, ითხოვს დახმარებას.


შეფასების მიზნები
Ø მოსწავლის  საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიკაცია;
Ø შეფასებიდან გამომდინარე სპეციალური საგანმანათელბლო საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭება;
Ø საჭიროებებიდან გამომდინარე ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაციისთვის რეკომენდაციების შემუშავება, საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალი სასწავლო გეგმის შედგენა ან/და სკოლის გუნდთან ერთად შედგენაში მონაწილეობა;
Ø ქცევის შეფასება და საჭიროებისამებრ ქცევის პოზიტიური მართვის სტრატეგიების შემუშავება;
Ø რეფერირება/გადამისამართება;
Ø მასწავლებლისა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის კონსულტირება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების სტრატეგიებთან დაკავშირებით.

მომართვის  მიზეზი:

მშობლის და სკოლის მომართვის საფუძველზე მოხდა მოსწავლის შეფასება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადგენის, პედაგოგების კონსულტირების,  ისგ-ს შედგენაში და ბავშვის  ქეისის წარმოებაში დახმარების  მიზნით.







-26-
სამედიცინო საჭიროებები
დიაგნოზი
მიკროცეფალია, ჰიპერმობილურობის სინდრომი, დიზანთრია.
ცნობა ჯანმრთელობის შესახებ გაცემულია 2016 წლის 19 სექტემბერს, შპს სამედიცინო ცენტრის სეუ კლინიკის  ექიმ გ. ნატრიაშვილის  მიერ.
მედიკამენტები
(თუ იღებს მედიკამენტებს, სიხშირე და ხანგრძლივობა)
სედარუქსი, დემანტონი.

სოციალური ისტორიადა ოჯახური გარემო

ცხოვრობს   დედ-მამასთან, ძმასთან და ბებიასთან  ერთად.



საგანმანათლებლო გამოცდილება

სკოლის # (თუ უკვე დარეგისტრირებულია ან/და ირიცხება)
სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ.ქვედა  ალისუბნის საჯ სკლა.
კლასი    
1კლასი

საგანმანათლებლო ისტორია
(დადიოდა თუ არა საბავშვო ბაღში, გადმოყვანილია სხვა სკოლიდან და სხვ)
  დადიოდა ბაღში. 2016 წელს 7  წლის ასაკში ჩაირიცხა ძმასთან ერთად სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვ. ალისუბნის საჯ სკლაში.


შეფასების სფეროები
1.    მოტორული სფერო
მსხვილი მოტორიკა
დადის, დარბის,  ადის და ჩამოდის კიბეებზე ფეხის მონაცვლეობით. ისვრის ბურთს ორი ხელით, ცალი    ხელით.     ჩართულია სპორტულ აქტივობებში.   მსხვილი მოტორული უნარების  კითხვარის შეფასების მიხედვით   მსხვილი მოტორული უნარები განვითარებულია ასაკის შესაბამისად.

ნატიფი მოტორიკა




 მოიხმარს საწერ კალამს მიზანმიმართულად, იჭერს კალამს სწორი სამთითა ჩაჭიდებით, აფერადებს, ვერ იცავს კონტურს, ვერ ხატავს  ნახატს  ფიგურების გამოყენებით, ვერ მოიხმარს მაკრატელს. უჭირს ღილების, თასმების, ელვაშესაკრავის შეკვრა.



-27-
2.    კოგნიტური ფუნქციები

ტესტი
სტანდარტული ქულა
ნორმა
TONI 4 არავერბალური ინტელექტის შესაფასებელი ტესტი
67
90-110
ვიზუალურ-მოტორული უნარი
კოპირება     40
90 -110
მხედველობითი მეხსიერება
(სურათის ცნობის სუბტესტი)
32
90 - 110
სწრაფი სახელდება
49
90 - 110
ციფრების რიგი
1
8-12(სკალირებული)

























-28-
აღქმა



შეუძლია ბგერების  და ხმების სწორად აღქმა. ცნობს მხოლოდ წითელ ფერს, მიუთითებს  რბილ და მაგარ საგნებს.  შუძლიაშეხებით საგნების აღქმა  (ცივი, ცხელი). ცნობს საგნებს  ზომის მიხედვით (დიდი, პატარა). ვერ ცნობს საგნებს ფორმის (სამკუთხედი, ოთხკუთხედი, წრე) მიხედვით.

ყურადღება



შეუძლია მოახდინოს  ყურადღების კონცენტრაცია  დავალებაზე 10-15წთ. მოტივაციის/ინტერესის შემთხვევაში. უჭირს ყურადღების გადანაწილება, გარკვეული დროით ახერხებს ყურადღების კონცენტრაციას,  თუმცა მალევე ეფანტება ყურადღება.

მეხსიერება
(მხედველობითი, სმენითი)
შუძლია ვიზუალურად მიწოდებული ინფორმაციის აღდგენა( ნაჩვენები  5  ფერადი საგნიდან ასახელებს 2-ს).   არ შუძლია ობიექტების აღდგენა ძირითადი ნიშნების მიხედვით( ფერი, ფორმა და ს.შ).     უჭირს  სურათზე ცვლილებების ამოცნობა. მხედველობითი მეხსიერების შესაფასებელი ტესტური დავალების შესრულებისას  გაუჭირდა ობიექტების შენახვა და აღდგენა.WJ-ის მხედველობითი მეხსიერების შესაფასებელი სუბტესტის მიხედვით სტანდარტული ქულა 32 მიუთითებს,   მხედველობითი მეხსიერების განვითარება  არ შეესაბამება  მისი ასაკობრივი  განვითარების  ნორმას.
შუძლია წინა დღით განხილულ თემაზე საუბრის  ნაწილობრივ აღდგენა. უჭირს მოსმენილიდან დეტალების  თანმიმდევრული აღდგენა. სმენითი  მეხსიერების შესაფასებელი ტესტური დავალების შესრულებისას გიორგიმ შეძლო თანმიმდევრული რიგიდან 2 ელემენტიანი რიგის  ორივე ცდის დავალების  სწორად შესრულება. უკუმიმართულებითი რიგიდან კი ვერ შეძლო ვერცერთი დავალების შესრულება.  ციფრების რიგის  (WISC IV) სუბტესტში მიღებული   სკალირებული  ქულა -1მიგვანიშნებს, რომ  გიორგის   სმენითი მეხსიერების განვითარება არ შეესაბამება  მისი ასაკობრივი განვითარების ნორმას.
აზროვნება



ცნობს და ასახელებს მარტივ გეომეტრიულ ფიგურებს,ვერ  გამოყოფს ფიგურათა შორის მარტივ, მსგავს და განმასხვავებელ ნიშნებს. უჭირს სხვადასხვა სირთულის ობიექტებთან მიმართებაში ანალიზის გაკეთება. უჭირს ერთმანეთში ჩახატული ობიექტების და მათი რაოდენობის დასახელება, ანალიზის გაკეთება, კანონზომიერების პოვნა.
არავერბალური ინტელექტი ტესტი  სტანდარტული ქულა (67), გვიჩვენებს, რომ გიორგის  აბსტრაქტული აზროვნება  ჩამორჩება მისი ასაკობრივი განვითარების  ნორმას.
მეტყველება 

(მიმართული მეტყველების გაგება, ექსპრესიული მეტყველება, ლექსიკური მარაგი)

რეცეპტული მეტყველება (მოსმენა/გაგება):
იგებს ინსტრუქციებს;
უჭირს გაიგოს ისეთი გამოთქმები, რომლებსაც გადატანითი მნიშვნელობა აქვს;
ექსპრესიული მეტყველება (ლაპარაკი):
სიტყვებს გამოთქვამს, მაგრამ უჭირს სისინა, შიშინა ბგერების წარმოთქმა;
ვერ ამბობს და სიტყვაში ტოვრებს რ ასოს;
ს ასოს ნაცვლად ამბობს ჩ;
ზორჯერ მისი მეტყველება გაუგებარია;
მეტყველებს მარტივი წინადადებებით;
 წინადადებებში   იყენებს თანდებულებს: „ში“, „ზე“, „თან“, ქვეშ,წინ, უკან, „და“  კავშირს ;
 ახერხებს  მარტივი  კითხვების ფორმირებას და დასმას;
შეუძლია აზრის   ვერბალურად გადმოცემა, შეუძლია თავის საჭიროებების, დამოკიდებულებების გამოხატვა სიტყვიერად;
 არ შეუძლია სურათის მიხედვით მარტივი წინადადების შედგენა და კითხვაზე პასუხის გაცემა. უჭირს სიუჟეტური სურათის აღწერა.
სწრაფი სახელდების სუბტესტის მიხედვით (სტანდარტული ქულა-49) უნარის განვითარება  მკვეთრად ჩამორჩება მისი ასაკობრივი განვითარების ნორმას.



ვიზუალურ-სივრცითი უნარები

შუძლია სივრცითი ცნებების და თანდებულების გაგება. განსაზღვრავს მარჯვენა მარცხენას საკუთარ სხეულზე.  შუძლია სივრცეში გამოყოს და დაასახელოს  ნაცნობი ობიექტები.  არ შეუძლია  მარტივი  ფიგურების  (სამკუთხედი, ოთხკუთხედი, წრე)  იდენტიფიკაცია.

ვიზუალურ- მოტორული უნარები
  არ შეუძლია სწორი ხაზის გავლა, არ შეუძლია მარტივი ფიგურების და ნახატების (სახლი)  კოპირება. ვიზუალურ მოტორული უნარების შესაფასებელი ტესტის შესრულება გაუჭირდა, ვერ დახატა მიიღებული  სტანდარტული ქულა(კოპირება<40)  მიუთითებს, რომ მისი  ვიზუალურ მოტორული უნარის  განვითარება მკვეთრად  ჩამორჩება   მისი ასაკობრივი განვითარების ნორმას.










-30-
3. აკადემიური უნარები


წერა


შეუძლია საწერი საშუალების სწორად, მაგრამ მსუბუქად დაჭერა,შეუძლია ჯღაბნა, არ შეუძლია წერტილების შეერთება,უჭირს  სწორი ხაზების გავლება, არ შეუძლია ობიექტის ირგვლივ ხაზის შემოვლება, არ შეუძლია მარტივი ობიექტის დახატვა დამოუკიდებლად, არ შეუძლია ასოს კოპირება.
კითხვა


  ათვალიერებს წიგნს, ასახელებს ნაცნობ საგნებს. ვერ ცნობს და ვერ ასახელებს ასოებს.
თხრობა



შეუძლია ყოფითი შინაარსის თემებზე საუბარი,   სვამს მისთვის საინტერესო კითხვებს. სიტყვიერად გამოხატავს თავის  სურვილებსა და დამოუკიდებულებებს. მეტყველებს მარტივი წინადადებებით.  უჭირს მოსმენილის  გააზრება და გადმოცემა.
  უჭირს ასაკის შესაბამისი  დავალებების შესრულება.
არითმეტიკა



ითვლის პირდაპირ 8 -მდე, ვერ ით ვლის უკუთვლით.  აღიქვამს საგნის რაოდენობას 3-ს ფარგლებში, ვერ უფარდებს შესაბამის ციფრს. ვერ ცნობს და ასახელებს  რიცხვებს, არ  შუძლია საგნების გადათვლა, შესაბამისი რიცხვის დასახელება და დაწერა,  ვერ  ასრულებს მიმატება- გამოკლებას.   არ შეუძლია ასაკის შესაბამისი დავალებების შესრულება. 

3.    ფუნქციური უნარები (დამოუკიდებლობის ხარისხი)
სამუშაო, სასწავლო და საცხოვრებელი
 სივრცის ორგანიზება
სკოლაში დადის დედასთან. მშობლის გადმოცემით  შეუძლია საკუთარი ნივთების მოვლა და  დალაგება შეხსენებით.
ტუალეტის ქცევა, კვების, ჩაცმის და ჰიგიენის დაცვის დროს

იცავს პირად ჰიგიენას, აკონტროლებს ტუალეტის მოთხოვნილებებს. არჩევს მარჯვენა-მარცხენა ფეხსაცმელებს, იცმევს და იხდის ტანსაცმელს, ვერ არჩევს წაღმა-უკუღმას. იკვებება დამოუკიდებლად, ჭამს ყველანაირ საკვებს, მოიხმარს კოვზს  და ჩანგალს.
საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენება

უყვარს ტელევიზორის ყურება, იცის პულტის მოხმარება, უყურებს მულტფილმებს. არ იცის  კომპიუტერის მაუსის გამოყენება.
ტრანსპორტის სარგებლობა

სარგებლობს ტრანსპორტით, მაგრამ საჭიროებს უფროსის ზედამხედველობას.
ფულის მენეჯმენტი

ვერ  ცნობს ფულის კუპიურებს, ვერ ითვლის ხურდას.
უსაფრთხოების დაცვა

აქვს უსაფრთხოების განცდა და უნარები.
დროის მენეჯმენტი

არ იცის საათის ცნობა, არ ესმის დროის მენეჯმენტი.


-31-
ქცევა და ემოცია
კონფლიქტურ სიტუაციებში რეაგირება
მშობლის  გადმოცემით გიორგი არის მოუსვენარი, მაგრამ კეთილგანწყობილი.
სხავთა დაზიანება
არა
თვითდაზიანება
არა
ტანტრუმი
არა
პიკა
არა
დესტრუქციული ქცევები
არა
სხვა...

4.    კომუნიკაცია

წამყავნი საკომუნიკაციო საშუალებები (ჟესტი, მინიშნება, სურათებით კომუნიკაცია, მეტყველება, ლექსიკური მარაგი)
მეტყველებას იყენებს კომუნიკაციისათვის, აქვს მწირი სიტვათა მარაგი, იყენებს მინიშნებებს.
კომუნიკაციის თავისებურებები თანატოლებთან და უფროსებთან

   უყვარს თამაში, ვერ იცავს წესებს. ყავს მეგობრები.

5.    ინტერესები/მიდრეკილებები

ჩამოთვალეთ და აღწერეთ საქამიანობები რომელსაც მოსწავლე  განსაკუთრებული ინტერესითა და ჩართულობით ახორციელებს:

უყვარს ჩხაპნა,  გაფერადება.



დასკვნა:      მულტიდისციპლინური  გუნდიგადაწყვეტილებით  მოსწავლეს  გიორგი თართლაძეს
 აღმოაჩნდა  სპეციალური  საგანმანათლებლო  საჭიროება. ეროვნული სასწავლო გეგმის მე-5 თავის  27-ე მუხლის თანახმად, თანატოლების  უმრავლესობასთან შედარებით, აქვს  სწავლასთან  დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს და საჭიროებს  სპეციალურ  საგანმანათლებლო მომსახურებას. კერძოდ, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას.







-32-
TONI 4 არავერბალური ინტელექტის შესაფასებელი ტესტის მიხედვით გიორგის  ინტელექტის მაჩვენებელია 67  ( ნორმა 90-110), რაც   ჩამორჩება მისი ასაკობრივი განვითარების  ნორმას. შეფასებიდან დადგინდა   გიორგის ძლიერი და სუსუტი მხარეები.   გიორგის შეუძლია ინსტრუქციების გაგება და შესრულება, შეუძლია დავალებაზე ყურადღების კონცენტრირება 10-15 წთ, თუ მისთვის  საინტერესოა, თუმცა საჭიროებს შესასრულებელი დავალებების მარტივად ნაწილ-ნაწილ მიწოდებას და მოდელირებას. გიორგის განვითერებული აქვს ვიზუალურ- სივრცითი უნარები.   გიორგის სუსტი მხარეებია: მეხსიერება, აზროვნება,  მეტყველება,  ვიზუალურ- მოტორული უნარები. გიორგის აღენიშნება  სირთულეები აკადემიურ უნარებში, კერძოდ უჭირს ასოების   წაკითხვა და დაწერა, მოსმენილის გააზრება და გადმოცემა, თვლა და მათემტიკური გამოთვლების შესრულება.
საჭიროებს სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებასწერა, კითხვა, თხრობის უნარის  სწავლების პროცესში  სირთულეების დასაძლევად.
მასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია:
რ ე კ ო მ ე ნ დ ა ც ი ე ბ ი:
  • სასურველია ლოგოპედის კონსულტაცია;
·         სასურველია მოსწავლის  სწავლების პროცესში  გამოყენებულ  იქნას თვალსაჩინოებები, ნახატები, ფოტოები, ბარათები, კომპიუტერი;
·         სასურველი იქნება მოსწავლესთან როგორც ინდივიდუალური,  ასევე მცირე ჯგუფებში მუშაობა;
·          მეცადინეობის პროცესში, ყოველი დავალების შესრულებისათვის მოსწავლეს მიეცით შერჩეული განმამტკიცებელი;
·         სასურველია რესურსოთახში მეცადინეობების გრაფიკის შედგენა- განხორციელება;
·         სკოლის პედაგოგებმა და სპეცმასწავლებლებმა განსაზღვრეთ კლასში და რესურს ოთახში ჩასატარებელი აქტივობები;
·           მაქსიმალურად გამოიყენეთ  ის  უნარი, რაც აქვს მოსწავლეს და ხელი შუწყვეთ მის შემდგომ განვითარებას;
·         სასურველია სასკოლო და საკლსო ღონისძიებებში ჩართვა.
·         სასურველია, მასწავლებლის მიერ წინასწარ იყოს დაგეგმილი და განსაზღვრული ყველა საგაკვეთილო აქტივობა და ასევე, წინასწარ ქონდეს კლასში დაგეგმილი აქტივობების რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი. ასევე მნიშვნელოვანია აქტივობები იყოს მოსწავლისთვის საინტერესო და მის შესაძლებლობებზე გათვლილი, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის მეტ  ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში;
·         სასურველია მოკლე აქტივოობსების დაგეგმვა და აქტივობის შესრულების დროს ხშირი შესვენებების გამოყენება.
·         ხშირად გამოოიყენეთ გამეორება, განმეორების დროს ინფორმაცია განმტკიცდება და გადავა ხანგრძლივ მეხსიედრებაში.

-33-
სასურველია გამოვიყრნოთ    მოტრული უნრების   გასავითარებელი აქტივობები:
·         კონსტრუქტორის, მოზაიკის  აწყობა
·         პლასტელინით ძერწვა
·         ქვიშაზე ხატვა
·         ტრაფარეტის გაფერადება
·         ლაბირინტებში შემოხაზვა
·         ფიგურების, ნახატების კოპირება
სასურველია გამოვიყენოთ   ყურადღების გასავითარებელი აქტივობები:
·         შეუსაბამეთ ოპტიმალური დრო დავალებების შესრულებისთვის;
·         მიეცით ხშირად შესვენების საშუალება და ხშირად უცვალეთ აქტივოებები;
·         ერთდროულად მიეცით მხოლოდ ერთი დავალება;
·         თუ ატყობთ, რომ ბავშვს ეფანტება ყურადღება მიმართეთ სახელით და დაუსვით რამე მარტივი შეკითხვა რასაც შესძლებს პასუხი გასცეს.
·         გამოიყენეთ არავერბალური, საიდმულო მიმანიშნებლები, რომ ბავშვი მივაბრუნოთ დავალებას გაკეთებაზე.
·         მითითებები მიაწოდეთ ლაკონურად, მკაფიოდ, დადებითი ტონით და საუბრის დროს უნდა დაამყაროთ თვალით კონტაქტი;
·         გაზარდეთ კლასის ჩართულობა ახსნის პროცესში;
·         მასალა გახადეთ მაღალ ინტერაქციული, საინტერესო, ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი;
·         დაფაზე ჩამოწერეთ ის მნიშნველოვანი ახალი სიტყვები (ტერმინები), რომლებიც გაკვეთილის ახსნის დროს უნდა გამოიყენოთ, ხაზი გაუსვით მათ გაკვეთილის დასაწყისსა და ბოლოში;
·            შეინარჩუნეთ კარგი თვალით კონტაქტი;
·            გამოიყენეთ ვიზუალური, ვერბალური მიმანიშნებლები;
·            გამოიყენეთ დაჯილდოების სისტემა დადებით წამახალისებლად;
·            წაახალისეთ ბავშვის ძალისხმევა, შეაფასეთ თუნდაც ნაწილობრივ შესრულებული დავალება;
·            ხშირად შეუმოწმეთ ნამუშევარი, რადგან მოსწავლემ უკეთესად გაიგოს მასალა;
·            წაახალისეთ ბავშვი, რომ დასვას შეკითხვა, თუ რამე ვერ გაიგო ან მისთვის ბუნდოვანია;
·            ჩამოუყალიბეთ დადებითი განწყობა შეკითხვების დასმასთან დაკავშირებით;
·            შეაქეთ ბავშვი ადექვატური შეკითხვის დასმის შემთხვევაში;






-34-
თხრობის უნარის განვითარებისთვის გამოიყენეთ:
·         მარტივი სიუჟეტური ბარათები, აღწერისას თავდაპირველად ყურადღება გაამახვილეთ არსებით სახელებსა და მოქმედებებზე, შემდეგ კი  ჩართეთ მოსწავლე  სურათის აღწერის პროცესში;
·         ყოველდღიურად იმუშავეთ მოსწავლის ლექსიკონის გამდიდრებაზე. შეუდგინეთ ლექსიკონი;
·         სიტყვის დასახელება მოცემულ ასოზე;
·         მოცემულ სიტყვაზე წინადადებების შედგენა;
·         მოცემულ სამ სიტყაზე მოთხრობის შედგენა;
·         ტექსტის დაყოფა მცირე ნაწილებად, კითხვებზე პასუხის გაცემა.

წერის უნარის განვითარებისთვის გამოიყენეთ:
·         ბარათების ტექნიკა,  პირველ ეტაპზე დაავალეთ მოსწავლეს 1- მარცვლიანი სიტყვების  წაკითხვა და დაწერა. წაკითხული სიტყვის   გაგების  გაადვილებისათვის მიაწოდეთ ბარათები შესაბამისი გამოსახულებებით;
·         ასოს და სიტყვის  შემოხაზვა.(ეტაპობრივად- ერთმარცლიანი, შემდგომ ორმარცვლიანი  და  ა.შ);
·          აოსოს და სიტყვის ამოცნობა ბარათებიდან;
·         სამიზნე ასოების და სიტყვების ტრაფარეტის გაფერადება;
·         სიტყვის აწყობა მაგნიტურ დაფაზე;
·         სიტყვაში გამოტოვებული ასოს ჩასმა;
·         წინადადებაში გამოტოვებული სიტყვის ჩასმა;



·         წიგნში სამიზნე სიტყვის შემოხაზვა;
·         ქვიშაზე  ასოების  და სიტყვის დაწერა;
·         ლოტოს თამაში სამიზნე სიტყვებით;
·         ასოების და სიტყვების კოპირება;
·         მიეცით ბავშვს ბევრი შესაძლებლობა, რომ ივარჯიშოს წერაში გაკვეთილის დროს.






-35-
მათემატიკის სწავლებისას :
·         სასურველია ვიზუალური მასალის გამოყენება თვლის სწავლების დროს:










·         გამოიყენეთ თვლის ცხრილი


-36-

გაითვალისწინეთ, რომ    მათემატიკის სწავლების დროს მოსწავლე გადის 3 ეტაპს.
ეტაპი

კონკრეტული
მოსწავლე მანიპულირებს რეალური ობიექტებით, მაგ., კუბიკები, ჩხირები.
ნახევრად - კონკრეტული
მოსწავლე სწავლობს გრაფიკული რეპრეზენტაციის გამოყენებით.
მაგ., OO + OOO = 5
აბსტრაქტული

ციფრები ანაცვლებს გრაფიკულ რეპრეზენტაციებს.
მაგ., 2 + 3 = 5

ანგარიშის სწავლება:

ü  პირველი ეტაპი

ცოტა                   ბევრი               ცოტა             ბევრი
+                           -                          x                    :
ცოტა                   ცოტაცოტა              ცოტა
=                           =                        =                     =
ბევრი                  ცოტა                ბევრი             ცოტა

კონკრეტული ობიექტების გამოყენება-კუბიკები, ჩხირები,ფერების, ფორმის მიხედვით დაჯგუფება და დათვლა;
ü  ნახევრად - კონკრეტული ეტაპი-
ფურცელზე დახატვა ობიექტების
OO + OOO = 5

ü  აბსტრაქტული
-37-


2 + 3 =5.

·         ასწავლეთ ნასწავლის ახალ სიტუაციაში გამოყენება (გენერალიზება);
·         ერთი წესის სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება / განხილვა მიზანმიმართულად.
·         ასწავლეთ მათემატიკის ლექსიკონი  (ლექსიკონი და ცნებები ახალია მოსწავლისათვის და მათი თავიდანვე დასწავლა მნიშვნელოვანია. მოსწავლემ შეიძლება იცოდეს მოქმედება, მაგრამ არ იცოდეს კონკრეტული ტერმინი, რაც გამოიყენება ამ მოქმედებასთან მიმართებაში);
·         სასურველია ტერმნები იყოს გამოკრული;
·         სასურველია ვიზუალური მასალის გამოყენება თვლის დაანგარიშისსწავლების დროს.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრები:
ინესა ზარნაძე
ცირა ბოჭორაძე












-38-

Комментариев нет:

Отправить комментарий

სერთიფიკატები