სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის
ალისუბნის თემის #1 საჯარო სკოლა
,,სსსმ მოსწავლის პრობლემები, შესაძლებლობები და საჭიროებები“
ვერიკო ფოცხვერაშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევის ანგარიში
2018 წელი
სარჩევი
- შესავალი................................................................................................................................................5
- თავი I
. კვლევის საკითხის მიმოხილვა ...............................................................6-7
- 1.1 მოკლე ინფორმაცია სსსმ მოსწავლის შე4სახებ........................................................................6
- 1.2 სსსმ
მოსწავლესთან დაკავშირებული პრობლემები .............................................................6
- 1.3 პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები.......................................................................6
- 1.4 კვლევის მიზანი...........................................................................................................................6-7
- 1.5კვლკევის ამოცანა............................................................................................................................7
- თავი II პრაქტიკული კვლევის არსი....................................................................................8
- თავი III. ლიტერატურის
მიმოხილვა……………………………..................................9-14
- 3.1 ეროვნული სასწავლო გეგმა.....................................................................................................9-10
- 3.2. საგაკვეთილო პროცესი...............................................................................................................15
- თავი IV.
მეთოდოლოგია.…………………………………….............................................16-18
- 4.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი..............................................................................................................16
- 4.2 შერჩევა.......................................................................................................................................16-17
- 4.3 კვლევის მონაწილე მხარეები და მათი პასუხისმგებლობები...............................................17
- 4.4. კვლევის ვადები............................................................................................................................18
- თავი
V. კვლევის შედეგები...................................................................................19-22
- 5.1. გამოკითხვის შედეგების ანალიზი ( მოსწავლეები)...........................................................19-20
- 5.2. გამოკითხვის შედეგების ანალიზი (მშობელი)....................................................................20-21
- 5.3. გამოკითხვის შედეგების ანალიზი (მასწავლებელი,
სპეც მასწავლებელი) (დანართი
3,4).......................................................................................................................................................21-22
- თავი VI. ინტერვენციები და მისი შეფასება.................................................................23-24
- 6.1. შესაძლო ინტერვენციები..............................................................................................................23
- 6.2. განსახორციელებელი ცვლილებები......................................................................................23-24
- 6.3. ინტერვენციის შედეგები............................................................................................................24
- თავი VII.............................................................................................................................................25
- 7.1. თვითკრიტიკა...............................................................................................................................25
- 7.2. რეკომენდაციები..........................................................................................................................25
- დასკვნა.............................................................................................................................................26
- თავი
VIII გამოყენებული
ლიტერატურა.........................................................................27
- დანართი 1, 2. 3. 4...................................................................................................................28-33
- რეფლექსია..............................................................................................................34-39
მადლობა
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშის წარდგენამდე
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს,ვინც კვლევის პროცესში გამოიჩინა მხარდაჭერა ჩემ მიმართ. ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის წარმოების
დროს კონსულტირებისა და დახმარებისათვის მინდა მადლობა გადაუხადო ჩემი სკოლის დაწყებითი
კლასების კათედრის წევრებს, სკოლის დირექციას. კლასის ხელმძღვანელს და სპეც მასწავლებელს.
ასევე მადლობას ვუხდი II-III-IV კლასის მოსწავლეებს, კლასში შემსვლელ პედაგოგებსა და სსსმ
მოსწავლის მშობელს თანამშრომლობისათვის, მათ ხელი შემიწყვეს კვლევის მიმდინარეობასა და განხორციელებაში.
აბსტრაქტი
აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს ჩემი პედაგოგიური კვლევის
ანგარიშს, რომელიც განხორციელდა ალისუბნის
თემის #1 საჯრო სკოლაში 2017-2018 სასწავლო წელს.ნაშრომში დეტალურად
არის გადმოცემულისსსმ მოსწავლესთან მუშაობის პრობლემები, შესაძლებლობები და საჭიროებები.
როგორც მოგახსენეთ კვლევის პროცესი მიმდინარეობდა
2017-2018 სასწავლო წელს და რამენიმე ეტაპად იყო დაყოფილი.
თავდაპირველად დავიწყე დაკვირვებით, ვაკვირდებოდი სსსმ მოსწავლეს და ვხედავდი, რომ მასთან
მუშაობის პროცესი დიდ სირთულესთან იყო დაკავშირებული.
ინტერვენციების მიმდინარეობისას დავგეგმეთ მონიტორინგი
სპეც მასწავლებელთან ერთად გაკვეთილზე დასწრებით. ვაკვირდებოდით მოსწავლის საგაკვეთილო
პროცესში ჩართვას, მისთვის შესაფერისი დავალებებით დატვირთვას. კვლევის პროცესში მოვახდინე
გამოკითხვა II-III-IV კლასის მოსწავლეებთან, კლასში შემსვლელ პედაგოგებთან,
სსსმ მოსწავლის მშობლებთან და სპეც მასწავლებელთან.
კვლევის შედეგების ანალიზმა დაადასტურა მოსწავლის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში, იგი უფრო ინტენსიური გახდა და დაიტვირთა მისთვის შესაბამისი აქტივობებით.
საკვანძო სიტყვები: სსსმ, სსსმ მოსწავლის მოტივაცია, პრობლემის გადაჭრის
გზები, შედეგების ანალიზი
შესავალი
წინამდებარე კვლევის ანგარიში ასახავს ჩემ მიერ განხორციელებულ
პრაქტიკის კვლევას, რომელიც ჩავატარე სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის
#1 საჯარო სკოლაში.
სკოლაში ვმუშაობ 1998 წლიდან, როგორც მოგეხსენებათ მასწავლებლის
საქმიანობა მოსწავლეთა სწავლა/სწავლების პროცესის კარგად გააზრებას უნდა დაეფუძნოს
და მათი საჭიროებების დადგენის შესაბამისად უნდა მოხდეს სასწავლო პროცესის დაგეგმვა.
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩემთვის
პრიორიტეტული გახდა ინკლუზიურ განათლებასთან არსებული საჭიროებიბის განსაზღვრა და ამ
საკითხთან დაკავშირებული პრობლემების კვლევის აუცილებლობა.
ნაშრომი შედგება 7 თავისაგან:
I თავში მოცემულია კვლევის საკითხის მიმოხილვა, პრობლემები,
პრობლემების გამომწვევი მიზეზები, კვლევის მიზანი და ამოცანები.
II თავი ეხება პრაქტიკული კვლევის არსს.
III თავში მოცემულია სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები სსსმ
მოსწავლესთან მუსაობის პროცესში და ზოგადად ინკლუზიის შესახებ.
IV თავში მოცემულია ინფორმაცია კვლევის მეთოდოლოგიასა
და ვადების შესახებ.
V თავში ეხება კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების
ანალიზს.
VI თავში განხილულია ინტერვენციებისა და მისი შეფასების
შესახებ.
VII თავი ეხება კვლევის რეკომენდაციებს და დასკვნას.
VIII თავი - კვლევის პროცესში გამოყენებულ ლიტერატურას.
თავი
I
კვლევის
საკითხის მიმოხილვა
1.1.
მოკლე ინფორმაცია სსსმ მოსწავლის შესახებ.
ალისუბნის თემის #1
საჯარო სკოლის II კლასში სწავლობს სპეციალური საგამანათლებლო საჭიროების მქონე ერთი მოსწავლე.
რომელიც ჩართულია სწავლა/ სწავლების პროცესში.
1.2.
სსსმ მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები
საგაკვეთილო პროცესს
სსსმ მოსწავლე ყოველთვის ესწრება. მისთვის თითოეული მასწავლებლის მიერ საგნების მიხედვით
შედგენილია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული გრძელვადიანი და მოკლევადიანი ინდივიდუალური
სასწავლო გეგმები. მიუხედავად პედაგოგების ძალისხმევისა მოსწავლე ვერ ახდენს საკუთარი
შესაძლებლობების ეფექტურად გამოვლენასა და რეალიზებას.
1.3.
პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები.
თანაკლასელებთან,
კლასში შემსვლელი მასწავლებლების, მშობლისა და სპეც მასწავლებლის გამოკითხვის საფუძველზე
გამოიკვეთა რამდენიმე ფაქტორი.
ა) სამედიცინო დასკვნის
საფუძველზე გაცემულია დიაგნოზი-მიკროცეფალია, ჰიპერმობილურობის სინდრომი,
დიზანთრია.
ბ) სსსმ მოსწავლის
ნაკლებეფექტურად ჩართვა საგაკვეთილო პროცესში
მასწავლებლების მიერ
გ) მშობლის, მასწავლებლებისა
და სპეცმასწავლებლის არაეფექტური თანამშრომლობა.
1.4.
კვლევის მიზანი
სსსმ მოსწავლის
შესაძლებლობების ეფექტური გამოვლენისა და რეალიზების მიზეზების დადგენა, შესაბამისი
ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და
მიღებული შედეგების შეფასება.
1.5.
კვლევის ამოცანა
კვლევის ამოცანაა
პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს:
1)
რამდენად
ახერხებენ მასწავლებლები სსსმ მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენას?
2)
როგორია
სსსმ მოსწავლის მოტივაცია საგაკვეთილო პროცესში?
3)
არის
თუ არა მიზანმიმართული სპეცმასწავლებლისა და მასწავლებლების თანამრომლობა?
4)
როგორია
სსსმ მოსწავლის ფსიქოლოგიური ფაქტორები გკვეთილზე?
5)
შეუძლია
თუ არა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა
საგაკვეთილო პროცესში?
6)
ხდება
თუ არა პედაგოგთა შორის აზრთა ურთიერთგაზიარება?
7)
იცნობს
თუ არა სსსმ მოსწავლე და მისი მშობელი შესაძლებლობების
გამოვლენისა და რეალიზების ინსტრუმენტებს?
8)
რამდენად
გასათვალისწინებელია კლასის კლიმატი სსსმ მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენის პროცესში?
9)
როგორ
შეიძლება გადაიჭრას სსსმ მოსწავლის შესაძლებლობები
და მისი საჭიროებების პრობლემა?
პრაქტიკული
კვლევის არსი
აღნიშნული კვლევა გულისხმობს მასწავლებლისა და სპეც მასწავლებლის ძალისხმევას,
სადაც ჩართული არიან კლასში შემსვლელი პედაგოგები, სპეცმასწავლებლები, სსსმ მოსწავლის
მშობელი და II-III-IV კლასის მოსწავლეები. ხდება მათი აზრების ერთმანეთთან გაზიარება,
ხდება თუ არა ამ პროცესში მოსწავლეთა დაზარალება , სწორედ ამიტომ განისაზღვრა კვლევაში
მონაწილე პირები:
© კლასში შემსვლელი მასწავლებლები.
© სპეცმასწავლებელი.
© II-III-IV
კლასის მოსწავლეები.
© მშობელი.
© სსსმ მოსწავლე.
თავი III
ლიტერატურის მიმოხილვა
საკვლევი თემის ირგვლივ მოვიძიე და დავამუშავე სხვადასხვა
ავტორთა ნაშრომები. უპირველესად თვით კვლევის ჩატარების შესახებ დავამუშავე გარკვეული
ლიტერატურა,რამაც მკაფიო წარმოდგება შემიქმნა კვლევის მეთოდებზე,განხორციელების გზებზე
და სხვა. მაგალითად პრაქტიკის კვლევაზე გავეცანი მასწავლებელთა გზამკვლევის მეორე ნაწილს, სადაც აღწერილია როგორ
დავგეგმოთ და განვახორციელოთ კვლევის თითოეული
ეტაპი( მასწ.გზამკვლევი2018:61-88).
ინკლუზიური განათლების შესახებ ლიტერატურის დამუშავება დავიწყე ეროვნული სასწავლო
გეგმის გადახედვით. ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის მოთხოვნებში კარგად ჩანს თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სსსმ
მოსწავლე, როგორია მისი მიღწევის შეფასება და გაკვეთილზე დაწრებისა და გაცდენების შესახებ
ინფორმაცია.
3.1. ეროვნული სასწავლო გეგმა.
მუხლი 29. სსსმ
მოსწავლის
აკადემიური
მიღწევის
შეფასება,
დასწრება
და
გაცდენები
სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხდება იმავე პრინციპით, როგორითაც ხდება ნებისმირი სხვა მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება. თუ სსსმ მოსწავლე განათლებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, ფასდება მის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონე. სსსმ მოსწავლე, რომელიც წარმატებით სძლევს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ფასდება მაღალი ქულით.
1. სსსმ მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური და საფეხურის საერთო ქულების გამო ანგარიშება ხდება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმის მე-20 მუხლის შესაბამისად.
2. გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია სსსმ მოსწავლეს არ ჰქონდეს სემესტრული შეფასება ერთ ან რამდენიმე საგანში. გამონაკლისი დაიშვება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე. გამონაკლის შემთხვევაში მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა წარმოადგენს საგნის წლიურ ქულას. თუ სსსმ მოსწავლე რომელიმე საგანში მოცემულ სემესტრში არ ფასდება, ეს ხელს არ უშლის მას გადავიდეს მომდევნო კლასში.
3. თუ სსსმ მოსწავლეს აქვს მოწყვლადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არსებობს ამის დამადასტურებელი საბუთი მის პირად საქმეში, სსსმ მოსწავლის მიმართ არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმის 22-ე
მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.
4. თუ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია წლიური გამოცდის ჩატარება და დადგენილია, რომ მას აბარებენ ის სსსმ მოსწავლეებიც, რომლებიც ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლობენ, სკოლამ უნდა მოახდინოს საგამოცდო მასალის ადაპტირება – უნდა შეიქმნას ინდივიდუალური საგამოცდო პროგრამა, რომელიც დაეყრდნობა ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.
გულნაზი ხახუა---,,ინკლუზიური
განათლება“ სპეციალური პედაგოგიკა
აღნიშნული სახელმძღვანელო დამეხმარა
გამომეყო უნარშეზღუდულობის სახეობების, სიპტომების გამომწვევ ფაქტორებზე სრული ინფორმაციის მოძიებაში.
სახელმძღვანელოს საშუალებით დავადგინე ის უარყოფითი გავლენა რაც ახასიათებს სსსმ მოსწავლეს
და რაც ხელს უშლის მის პიროვნულ განვითარებას.
მასში მოცემული ყველა პედაგოგიური დეტალი
დამეხმარა რათა გამეგო თუ როგორ შეიძლება და რა უწყობს ხელს სსსმ მოსწავლეში სწავლა-
განათლებისა და აღზრდის ხარისხის
შემდეგი სახელმძღვანელო რომელის კვლევის
პროცესში დამეხმარა იყო
თათია
პაჭკორია, სალომე მაზმიშვილი, თამუნა კბილცეცხლაშვილი----,,მოსწავლე, ოჯახი, სკოლა.“
სსსმ მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში
ჩართვის შესახებ უამრავი კვლევებია ჩატარებული,
თუ როგორ შეიძლება მოხდეს სსსმ მოსწავლის მიერ შესაძლებლობების ეფექტურად გამოვლინება.
ოჯახის შემდგომ არის სკოლა, სადაც ბავშვი უმეტეს დროს ატარებს. ის უმკლავდება დადებით
და უარყოფით ემოციებს, იმუხტება და ხდება მისი პიროვნების ფორმირება. სკოლის მუშაობა
თითოეული მოსწავლისკენაა მიმართული. სკოლა უნდა იყოს ის კეთილგანწყობილი გარემო, სადაც
ყველა მოსწავლე თანაბრად იქნება ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
სკოლისა და მშობლის ურთიერთობა თანამშრომლობითი
ხასიათს უნდა ატარებდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ბავშვს რაიმე სახის სირთულე
ექმნება სასკოლო გარემოში, სასწავლო პროცესში,
თანატოლებტან ურთიერთობაში. ხშირად პედაგოგები გამოუვალ მდგომარეობაში ხვდებიან და
არ იციან თუ როგორ უნდა მიუდგნენ მოსწავლეს. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა არაფერი
არაფერი არ გამოსდით. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა მშობელმა გაუწიოს დახმარება . მასთან
საუბრის შედეგად შეიძლება ისეთი ინფორმაციის
მიღება, რაც დიდ დახმარებას გაუწევს მასწავლებელს მოსწავლეებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაში
და სასწავლო პროცესის წარმართვაში შეუწყობს ხელს.
აუცილებელია, რომ
მასწავლებელსა და მშობელს შორის არსებობდეს
ურთიერთშეთანხმება. უნდა მოხდეს ორივე მხარის აზრების გათვალისწინება. ერთმანეთს
უნდა უზიარებდნენ ცოდნას,
გამოცდილებებს, განცდებს, დაკვირვებებს.
გადაწყვეტილკების მიღება უნდა ხდებოდეს
ერთობლივად. ორივე მხარემ უნდა გადაინაწილოს
პასუხისმგებლობა ბავშვის განათლებაზე.
ჯონსონი
ბერიტ ჰ. სკორტენი მირიამ დ.-----,, ინკლუზიური განათლება“
ნაშრომის საშვალებიით გავეცანი ინკლუზიური განათლების
თითოეულ ასპექტებს სადაც იგი მთავაზობდა რამდენიმე განსხვავებულ პერსპექტივას შეზღუდული ნშესაძლებლობების მქონე ადამიანების შესახებ
განათლების სფეროში. თუ არა უფლებები აქვთ
მათ.
განათლება ცხოვრების ყველა დონეზე და ყველა ასაკში უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისადმი პატივისცემას; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სხვა ბავშვებთან ერთად თამაშის, სპორტულ თუ კულტურულ/სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა;
შემდეგი სახელმძღვანელო, რომელიც დამეხმარა თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ინდივიდუალური
გეგმის შედგენა გახლდათ
ნინო რუხაძე ,,ინკლუზიური პროფესიული განათლების გზამკვლევი
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლის პროცესი მასზე მორგებულად იმართება კონკრეტული მოდულისა თუ სასწავლო კურსის ფარგლებში. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნის აქტუალობა ჩნდება მაშინ, როდესაც მასწავლებელი შეფასების შედეგებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ მოსწავლეს სწავლების პროცესის მოთხოვნების დასაძლევად მისთვის ინდივიდუალურად განსაზღვრული დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება. თუკი მასწავლებელი დარწმუნებულია, რომ სწავლების პროცესში მოსწავლისათვის ინდივიდუალურად მორგებული ცვლილებების შეტანაა აუცილებელი, უნდა მოხდეს მისი განხორციელება. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის საფუძველზე მასწავლებელი უფლებამოსილი ხდება სასწავლო პროცესის ფარგლებში მიმართოს სწავლების განსხვავებულ ხერხებსა და სტრატეგიებს; შეარჩიოს და გამოიყენოს მოსწავლისათვის ეფექტური სწავლასწავლების მეთოდები.
სიუ ქოუ და ლორეინ უაპლინგი ,, ვიმგზავროთ ერთად“
ნიშნული სახელმძღვანელო დამეხმარა თუ როგორ ჩავრთოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები განვითარების მთავარ გზაზე, როგორ
მოვახდინოთ მათი დაინტერესება სასწავლო პროცესით.
თამარ
გაგოშიძე.თინათინ ჭინჭარაული. ქეთევან ფილაური, მაია ბაგრატიონი---,,ინკლუზიური განათლების
პრინციპები“
მასში აღწერილი ინკლუზიური განათლების პრინციპები და ფილოსოფია
შედარებული სხვა საგანმანათლებლო მიდგომებთან დამეხმა რა კვლევის პროცესში საჭირო
ინფორმაციის მოძიებაში. სახელმძღვანელოში არსებული
ინკლუზიურ განათლებასთან არსებული მცდარი წარმოდგენებმა
და ილუზიებმა შემიქმნა იმის წინაპირობა რომ
სხებისთვისაც დახმარების ხელი გამეწოდებინა და არ შეშინებოდათ დაბრკოლებების. ასევე
წარმოდგენილი მოსწავლის გაკვეთილზე ჩასართავად საკლასო რუტინისა
და კლასის მართვის პრინციპები და პრაქტიკული რჩევები მისაღები გახდა როგორც ჩემთვის
ასევე კლასში შემსვლელი სხვა პედაგოგებისათვის. ასევე აგრესიული ქცევის მართვის სტრატეგიები
და ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შემუშავების პრინციპები, პროცედურა და პრაქტიკული
რეკომენდაციები ჩემი მუშაპობის პროცესში სათანადო დახმარებას მიწევდა.
«ჯეოველ
რისერჩის» კვლევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე და მათ განათლებაზე.
აღნიშნული სახელმძღვანელო იყო კვლევა იმ საკითხებისა სადაც ბავშვებს ღიმილი,
განათლება, მეგობრობა და სიყვარული სჭირდება.
ხარებავა
მადონა ,,გზა ინკლუზიისაკეს“
სახელმძვანელო დამეხმარა ინკლუზიური მიდგომის გაცნობასა და გააზრებაში.
გავეცანი შესაბამისი ქვეყნების
გამოცდილებებს, ასევე სახელმძღვანელოში მოცემულია ინკლუზიის პრობლემის გარშემო ნაწარმოები კვლევები, რაც დიდად დამეხმარა ჩემი მუშაობის პროცესში.
კნოუტ
როარ ენგი და რიჩარდ როუზი. ,,შეფასება სწავლისათვის ინკლუზიურ სკოლაში“
არსებობს ეფექტური
სწავლებისა და სასწავლო
პარტნიორობის განვითარების საჭიროება. დაგეგმარებისა და შეფასების პროცესში მასწავლებელი და
მოსწავლე ერთად უნდა იყვნენ
ჩართულნი.
ეფექტურად სწავლა
მოსწავლეების ინტერესებში შედის. უმეტესობა
სკოლაში სწავლის სურვილით მოდის და მოსწავლეებს სკოლაზე გული მხოლოდ მაშინ უცრუვდებათ, როდესაც ეს პროცესი წარუმატებლობით მთავრდება. მოსწავლის ენთუზიაზმისა და ყურადღების
შენარჩუნება ეფექტური სწავლის
საწინდარია. თუკი მოსწავლის თვალში მასწავლებელი მიუღწეველ მოთხოვნებს აყენებს, მოსწავლეს სწავლაზე გული უცრუვდება. ეს გაღიზიანებას იწვევს და შესაძლოა მომავალში წარუმატებლობითა
და რთული ქცევით დამთა- ვრნაკლები კვალიფიკაციისა და ნეგატიური სასკოლო გამოცდილების
მქონე ახალგაზრდები ხშირად აღ ნიშნავენ, რომ მასწავლებელი
მათ მოსაზრებებს იგნორირებას უკეთებდა. მიუხედავად
იმისა, რომ ეს ახალგაზრდები სკოლაში მასწავლებლის ავტორიტეტის
როლს აღიარებენ, ისინი თვლიან, რომ მათ საკუთარი
სწავლისა და მასწავლებლის მიერ სწავლების გასაძლიერებლად უნიკალური ინფორმაციის გაღება
შეეძლოთ.
სსსმ ან შშმ
მოსწავლეების შემთხვევაში პრობლემას დაბალი მოლოდინი წარმოადგენს. მასწავლებელი
ასეთი მოსწავლეების აზრს არ უსმენს, რადგან ინდივიდის ნაცვლად სპეციალურ საჭიროებას ან შეზღუდულ
შესაძლებლობას ხედავს.
„მოსწავლე შეფასებაში
მხოლოდ მოტივაციის ასამაღლებლად და მისი უფლების რეალიზების გამო კი არ უნდა ჩავრთოთ, არამედ რადგან სწორად
განხორციელებული ჩართულობა მასწავლებლის
ბევრ დროს დაზოგავს და პროცესს უფრო მართვადს გახდის. საკუთარ შეფასებაში
მოსწავლეების ჩართვა მათი მიღწევის შესახებ უფრო სწორი დასკვნების გამოტანას უწყობს
ხელს“. ავტორი აქ მხოლოდ მოსწავლეთა უფლებებზე კი არ საუბრობს, არამედ პროცესის პრაქტიკულ უპირატესობას უსვამს ხაზს. მის მოსაზრებას როუზისა (1999) და როუზის და შელვინის (2006) კვლევები უდევს
საფუძვლად. მათ მოსწავლეთა მონაწილეობის შესახებ 10 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევათა სერია განიხილეს. დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა,რომ მოსწავლე, რომელსაც ხელს
უწყობენ თავად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარის წავლის შესახებ:
მასწავლებელთან ერთობლივ გადაწყვეტილებებს იღებს, აფასებს
საკუთარ წინსვლას, ხედავს თავის სუსტ და ძლიერ მხარეებს, მუშაობს უფრო დამოუკიდებლად,
გრძნობს პატივისცემასა და დაფასებას, მასწავლებელს კი ესეც ეხმარება თუ როგორ უნდა
ჩართოს მოსწავლეები შეფასების პროცესში.
3.2.
საგაკვეთილო პროცესი
კლასში სსსმ მოსწავლის შემთხვევაში მასწავლებლის უმთავრესი
ამოცანა, საგაკვეთილო პროცესში ყველა მოსწავლის თანაბრად ჩართვა და თითოეული მოსწავლისათვის
დასახული მიზნის შესაბამისი ცოდნის გადაცემაა. პედაგოგმა ეს უნდა შეძლოს მიუხედავად იმისა, რომ ის განსხვავებულ მოსწავლეებთან განსხვავებული სტრატეგიებითა და გეგმით მუშაობს.
კარგი იქნება თუ მასწავლებელი კლასთან მუშაობის პარალელურად
სსსმ მოსწავლესთან, მისთვის სპეციალურად შესრულებული
დავალებაზე მუშაობით დაკავდება. ეს იქნება მარტივი ფიგურების გაფერადება,
გადმოხატვა და სხვა.
ყურადღების გამახვილება უნდა მოხდეს ერთ ფაქტორზე, რაც
არის გაკვეთილის თემა სსსმ მოსწალის სამუშაო მასალაც იმ თემის შესაბამისი უნდა იყოს.
ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიუხედავად
განსხვავებული მიზნებისა უნდა მოხდეს საგაკვეთილო პროცესში ჩართული იყოს ყველა მოსწავლე.
მთავარია ყოველ
ცალკეულ შემთხვევაში მოსწავლეებისათვის საინტერესო აქტივობების შერჩევა. ასევე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ზედმეტმა ინტერესმა საგაკვეთილო პროცესის ჩაშლა გამოიწვიოს.
ამგვარი აქტივობების გამოყენებისას გადამწყვეტია მოსწავლის ეს აქტივობები დავალების
სახით მასწავლებლისგან მიეცეს და გაკონტროლდეს
გაკვეთილის მსვლელობისას.
თავი IV
მეთოდოლოგია
4.1
კვლევის სამიზნე ჯგუფი
©II-III-IV კლასის მოსწავლეები
©სსსმ მოსწავლე
©კლასში შემსვლელი მასწავლებლები
© სსსმ მოსწავლის მშობელი
© სპეც მასწავლებელი
4.2. შერჩევა
კვლევაში მოხდა
შერჩევა თუ ვინ უნდა ყოფილიყო გამოკითხვის ობიექტები.
დაიგეგმა
II-III-IV კლასის მოსწავლეთა გამოკითხვა.
სულ მოსწავლეთა რაოდენობა არის 27, მათ შორის 1 სსსმ მოსწავლე. კვლევის პროცესში გამოყენებული
იქნა ჩაღრმავებული ინტერვიუ სსსმ მოსწავლის
მშობელთან. ასევე მიზნობრივად იქნა შერჩეული
კლასში შემსვლელი ყველა პედაგოგი და მათ შორის სპეც მასწავლებელიც.
4.3. მონაცემების შეგროვება.
მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგნაირად. შეირჩა კითხვები, რომელთა დახმარებითაც
მოხდებოდა II-III-IV კლასის მოსწავლეთა გამოკითხვა.
( კითხვები
იხილეთ დანართი #1)
შემდეეგ მოხდა ჩაღრმავებული ინტერვიუს წარმართვა სსსმ მოსწავლის მშობელთან. (იხ. დანართი #2).
მოვახდინე მიზნობრივად შერჩეული კლასში შემსვლელი ყველა
პედაგოგი. (იხ. დანართი #3), რომლის მიზანი
იყო დაგვედგინა პედაგოგების ვარაუდები და მიზნები სსსმ მოსწავლის საკუთარ შესაძლებლობების
გამოსავლენად.
ფოკუს ჟგუფში შედიოდა სპეც მასწავლებელიც, რომელტანაც გამოკითხვის შედეგად
ჩამოვაყალიბეთ გარკვეული შემაფერხებელი ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები. ( იხ. დანართი #4).
4.3. კვლევის მონაწილე მხარეები და მათი პასუხისმგებლობები
კლასში შემსვლელი
პედაგოგები, სპეც მასწავლებელი, სსსმ მოსწავლის მშობელი, II-III-IV კლასის მოსწავლეები
·
კვლევის
ინსტრუმენტის შემუშავება
·
გამოკითხვა
·
გამოკითხვის
შედეგების ანალიზი
·
ინტერვენციის დაგეგმვა
·
ინტერვენციის
შედეგების ანალიზი
·
ინტერვენციათა
ვადების დაცვა
·
შედეგების
გაცნობა მშობელს, პედაგოგებსა და სპეც მასწავლებელს.
4.4.
კვლევის ვადები
N
|
აქტივობა
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
1
|
საკვლევი პრობლემის შერჩევა
|
ü
|
|
|
|
2
|
სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
ü
|
|
|
|
3
|
შეხვედრა სკოლის სპეც მასწავლებელთან
|
|
ü
|
ü
|
ü
|
4
|
კითხვარის შედგენა, დამუშავება
|
ü
|
|
|
|
5
|
მოსწავლეთა გამოკითხვა
|
|
|
ü
|
|
6
|
შეხვედრა სსსმ მოსწავლის მშობელთან
|
|
|
ü
|
|
7
|
მიღებული შედეგების ანალიზი
|
|
|
ü
|
|
8
|
პრობლემის იდენტიფიცირება
|
|
|
|
|
9
|
სავარაუდო ინტერვენციების განხილვა
|
|
|
ü
|
|
10
|
ინტერვენციის განხორციელება
|
|
|
ü
|
|
11
|
ინტერვენციის შედეგების ანალიზი
|
|
|
|
ü
|
12
|
პრეზენტაცია
|
|
|
|
ü
|
თავი V
კვლევის შედეგები
5.1. გამოკითხვის შედეგების ანალიზი ( მოსწავლეები)
მოსწავლეების გამოკითხვით დადგინდა, რომ ასეთი მოსწავლეები
უნდა სწავლობდნენ მათ გვერდით. პროცენტული მაჩვენებელი კი ასეთია დიახ---75%,
არა---25%, არ ვიცი----0%
მოსწავლეთ აგამოკითხვით დადგინდა, რომ სსსმ მოსწავლეს
არ აქვს მოტივაცია საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად,
მიუხედავად იმისა, რომ მას ეძლევა მისი შესაძლებლობების
მქონე დავალება. ძალიან მალე იღლება, რაც იწვევს
საგაკვეთილო პროცესის არამართებულად წარმართვას.
5.2. გამოკითხვის შედეგების ანალიზი (მშობელი)
ჩაღრმავებული ინტერვიუს მომდევნო ეტაპი განხორციელდა სსსმ მოსწავლის მშობელთან (დანართი 2), რამაც მოგვცა
საშუალება მიგვეღო დეტალური ინფორმაცია სსსმ
მოსწავლის ფსიქოლოგიურ მახასიათებელზე. ინტერვიუს
შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლე აქტიურადაა
ჩართული საოჯახო საქმიანობებში. განსაკუთრებით დიდ ყურადრებას ავლენს შინაური ფრინველებისა
და ცხოველების მიმართ.
მშობლის შეხედულებით მისი შვილის ჩართვა ვერ ხდება სათანადოდ საგაკვეთილო
პროცესში,
მიუხედავად პედაგოგების მცდელობისა.
კითხვაზე თუ რამდენად ავლენს მისი შვილი საკუთარ შესაძლებლობებს
საგაკვეთილო
პროცესში, მშობელმა აღნიშნა, რომ მის შვილს არ აქვს
ფსიქოლოგიური მზაობა, რომ პროდუქტიულად იყოს ჩართული საგაკვეთილო პროცესში და მით უფრო
მეოთხე-მეხუთე გაკვეთილებზე.
მშობელმა აღნიშნა, რომ რადგან მისი შვილი ვერ ახერხებს წაკითხვას და შემდგომ გააზრებას, ამიტომ
თვითონ ეხმარება და ცდილობს მანვე წაუკითხოს
გაკვეთილი და მისივე დახმარებიტთ მოახდინოს გააზრებაც.
მშობელმა გამოთქვა განსაკუთრებული მადლიერება მასწავლებლებისა
და სკოლის მიმართ, რადგან თითოეული პედაგოგისა და სკოლის სხვა წარმომადგენლების დამოკიდებულება
კეთილგანწყობილია მისი შვილის მიმართ. მათი
დახმარებით ის ადვილად ახერხებს მენტალურად თუ
ფიზიკურად დიფერენცირებას სხვა მოსწავლეებთან მიმართებით.
კითხვაზე თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს მოტივაცია, მისი
საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად , მშობელმა აღნიშნა, რომ ეს უნდა იყოს გონივრულად მის საჭიროებებს მორგებული
დავალებების მიცემა და ინტენსიური მოთხოვნა, რათა მეტად გაუღვივდეს პასუხისმგებლობის
გრძნობა.
მშობელმა აღიარა, რომ დროის უკმარისობის გამო ვერ ახერხებს
პედაგოგებთან ხშირ კომუნიკაციას და მიუხედავად პედაგოგების შეთავაზებისა საგაკვე\თილო
პროცესს ვერ დააკვირდება დროის უქონლობის გამო.
5.3. გამოკითხვის შედეგების ანალიზი (მასწავლებელი,
სპეც მასწავლებელი) (დანართი 3,4)
მასწავლებელთა შეფასებით სსსმ მოსწავლე გაკვეთილზე საკუთარი
შესაძლებლობების
გამოვლენა მართალია არაეფექტურია, მაგრამ მაინც შეიძლება
შეფასდეს დადებითად. მას
სისტემატიურად ეძლევა ინდივიდუალური სასწავლო გეგმით
განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულებას
ახერხებს მშობლის დახმარებით და თან არაინტენსიურად.
სპეც მასწავლებლის მიერ გაცნობილი იქნა მულტიდისციპლინარული
გუნდის დაკვნები სსსმ მოსწავლეზე. გამოიყო მისი სოციალური და აკადემიური უნარები. მის
მიერ დაკონკრეტდა მოსწავლის მიერ თითოეულ გაკვეთილზე შესაძლებლობების გამოვლენა და
რეალიზება.
სპეც მასწავლებლისა და მოსწავლის მასწავლებლებს შორის
ხდება ინტენსიური შეხვედრები. ახდენენ ინდივიდუალური გეგმის გადასინჯვას და მოსწავლის
ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.
თავი
VI
ინტერვენციები და
მისი შეფასება
6.1. შესაძლო ინტერვენციები
კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციისა და მონაცემთა
ანალიზის საფუძველზე დაიგეგმა ინტერვენციები
© კლასის ხელმძღვანელისა და სპეც მასწავლებლის მიერ მონიტორინგის წარმოება სსსმ მოსწავლის გაკვეთილზე
დასწრება- დაკვირვების გზით.
© სსსმ მოსწავლის ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.
©პედაგოგისათვის საჭიროებისა თუ წინასწარ განსაზღვრული
დროით სსსმ მოსწავლის ფიზიკური და ფსიქოლოგიური განტვირთვისათვის საკლასო ოთახიდან
რესურს ოთახში გაშვება.
© მასწავლებლის მიერ თითოეულ გაკვეთილზე ინდივიდუალური
სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოსწავლის შესაფერისი დავალების მიცემა და მისი წარდგენის
შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
© საკლასო და სასკოლო ღონისძიებებში ჩართვა.
© მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გააქტიურება.
6.2.
განსახორციელებელი ცვლილებები
განხილული იქნა ინტერვენციები
©სპეც მასწავლებლისა და კლასის ხელმძღვანელის მიერ მოხდა მონიტორინგის განხორციელება.
©შემოწმდა მოსწავლის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.
©მოხდა დაკვირვება
თუ რამდენად ხდება მოსწავლის გაშვება რესურს ოთახში.
©მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული სასკოლო და საკლასო ღონისძიებებში.
საახალწლო ღონისძიების დროს კარგად იხდენდა კურდღლის როლსაც.
6.3. ინტერვენციის შედეგები
ინტერვენციის დასრულების შემდეგ კვლავ მოვახდინეთ პედაგოგებთან
შეხვედრა, რათა მოეხდინათ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა.
პედაგოგები თვლიან, რომ მოსწავლის დაინტერესება შეიძლება მოხდეს მხოლოდ
სახალისო დავალებების მიცემით. ისიც მხოლოდ მცირე დროში შესასრულებელი უნდა იყოს. გათვალისწინებული
უნდა იქნას მისი სურვილებიც
სპეც მასწავლებლის აზრით , მოსწავლის პრობლემატიკის
წინა პლანზე წამოწევის გზითა და განხორციელებული ინტერვენციების საშუალებით შესაძლებელი
გახდა სსსმ მოსწავლის უნარების გააქტიურება, მოხდა მოსწავლის საგაკვეთილო პროცსში ჩართვა,
რამაც ხელი შეუწყო თანაკლასელთა და მასწავლებელთა
უკუკავშირს.
სსსმ მოსწავლე თვლის, რომ უფრო საინტერესო გახდა მისთვის
სასწავლო პროცესი და მეტი ხალისითა და ინტერესით მოდის გაკვეთილებზე დასასწრებად, რადგან
მას ახალი საინტერესო დავალებები ელოდება.
თავი
VII
7.1. თვითკრიტიკა
მონიტორინგის
მიზნით გაკვეთილზე დასწრების ფაქტი რამდენადმე
შეიცავდა რისკ ფაქტორს თუ მასწავლებელს წინასწარ ეცოდინებოდა დასწრების შესახებ შესაძლებელია სსსმ მოსწავლის
ჩართულობა გაკვეთილზე ერთჯერადი ყოფილიყო, ხოლო მასწავლებლის გაუფრთხილებლობის შემთხვევაში
გამოიწვევდა ნეგატიურ დამოკიდებულებას. კარგი
იყო რომ პედაგოგები გაგვეფრთხილებინა, რომ გარკვეული დროის მანძილზე მოხდებოდა მათ
გაკვეთილზე დასწრება. ამით შესაძლებელი იქნებოდა
სსსმ მოსწავლის მიერ საკუთარი შესაძლებლობების ეფექტურად გამოვლენა.
7.2. რეკომენდაციები
კვლევის შედეგად დადგინდა რომ საჭიროა კოლეგებს შორის
უფრო მეტი თანამშრომლობა, თითოეულმა მათგანმა უფრო ინტენსიურად ითანამშრომონ სპეც მასწავლებელთან.
საჭიროა მშობელსა და მასწავლებელებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება.
საჭიროა სსსმ
მოსწავლის მუდმივი მონიტორინგი საჭირო აქტივობების განსაზღვრის მიზნით. საჭიროა ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული მასალებისა
და უნარების გათვალისწინებით მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართვა.
დასკვნა
სკოლაში ჩემ მიერ
2017-2018 სასწავლო წელს ჩატარებული იქნა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. კვლევის
თემა იყო: ,,სსსმ მოსწავლის პრობლემები, შესაძლებლობები და საჭიროებები.“ კვლევის
შედეგებმა მიჩვენა, რომ სსსმ მსწავლე გაკვეთილზე
ვერ ახდენდა ტავისი შესაძლებლობების გამოვლენას, იყო რიგი პრობლემები იმისა, რომ თანაკლასელები
და მასწავლებლები არ იყვნენ სათანადოდ ინფორმირებულნი თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.
ამიტომ აღნიშნული პრობლემის დასაძლევად და გადასაჭრელად საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ მასწავლებელი
და მოსწავლეები უნდა ეცადონ სსსმ მოსწავლეს არ აგრძნობინონ მისი განსხვავებულობა, მოსწავლეებს
უნდა ქონდეთ ამ ბავშვის არა შეცოდების, არამედ თანადგომისა და თანაგრძნობის განცდა.
სსსმ მოსწავლეს არ უნდა ეთმობოდეს გადაჭარბებული ყურადღება. მოსწავლეებმა ის უნდა აღიქვან
თანასწორად. მასწავლებელები კი ისე უნდა მოექცნენ მას, როგორც დანარჩენ მოსწავლეებს.
ჩემი პრაქტიკული კვლევის საფუძველზე, რომელის მიზანი
იყო სსსმ მოსწავლის საჭიროებების განსაზღვრისას
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სსსმ მოსწავლეს უჭირს საგაკვეთილო პროცესზე გაჩერება, არასათანადოდ
ეკიდება მიცემულ დავალებებს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის არის ნაკლები ურთიერთობა.
აღნიშნული პრობლემის აღმოსახვრელად გადაიდგა გარკვეული
ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციებისა და შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა
ეფექტურია, რაც მეტნაკლებად უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლის ეფექტურ ჩართვას საგაკვეთილო
პროცესში.
მიზანშეწონილად მივიჩნევ, რომ სსსმ მოსწავლის გაკვეთილზე
შესაძლებლობების ეფექტურად გამოსავლენად საჭიროა განხორციელდეს მუდმივი მონიტორინგი.
თავი VIII
გამოყენებული ლიტერატურა
ბიბლიოგრაფია
1.
გაგოშიძე თამარ. თინათინ ჭინჭარაული. ქეთევან ფილაური, მაია ბაგრატიონი---,,ინკლუზიური
განათლების პრინციპები“
2.
კნოუტ
როარ ენგი და რიჩარდ როუზი. ----,,შეფასება სწავლისათვის ინკლუზიურ სკოლაში“
3. პაჭკორია თათია , სალომე მაზმიშვილი, თამუნა კბილცეცხლაშვილი----,,მოსწავლე,
ოჯახი, სკოლა.“
4.
პაჭკორია თათია ,,ინკლუზიური განათლება“
5.
რუხაძე ნინო
,,ინკლუზიური პროფესიული განათლების გზამკვლევი
6.
ხარებავა
მადონა ,,გზა ინკლუზიისაკეს“
7. ხახუა გულნაზი ---,,ინკლუზიური განათლება“ სპეციალური პედაგოგიკა
8.
სიუ ქოუ და
ლორეინ უაპლინგი ,, ვიმგზავროთ ერთად“
9.
«ჯეოველ რისერჩის» კვლევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე და მათ განათლებაზე.
10. ჯონსონი ბერიტ ჰ.
სკორტენი მირიამ დ.-----,, ინკლუზიური განათლება“
ასევე პირადი გამოცდილება და სხვადასხვა ტრენინგზე გამოყენებული
მასალები
დანართი
N1
კითხვები
მოსწავლეებისათვის
კლასი--------------
1.
თქვენი აზრით უნდა გამოვხატოთ თუ არა სსსმ მოსწავლეების მიმართ ყურადღება?
o კი o არა
o არ ვიცი
2.
თვლით თუ არა რომ აღნიშნული მოსწავლეები უნდა სწავლობდნენე
ჩვენს გვერდით?
o კი o არა
o არ ვიცი
3.
უნდა ვავლენდეთ თუ არა ასეთი მოსწავლეების მიმართ აგრესიას?
o კი o არა
o არ ვიცი
4.
სცემენ თუ არა თქვენი ამხანაგები პატივს ასეთ მოსწავლეებს?
o კი o არა
o არ
ვიცი
5.
როგორ ფიქრობთ თუ გაკვეთილზე სსსმ მოსწავლეა ამით საგაკვეთილო
პროცესი ფერხდება და თქვენ ზარალდებით?
o კი o არა
o არ
ვიცი
6.
როგორ ფიქრობთ ასეთი მოსწავლე უნდა სწავლობდეს თუ არა
თქვენს გვერდით?
o კი o არა
o არ
ვიცი
დანართი N2
კითხვარი
მშობლისათვის(ინტერვიუ)
1. როგორია
თქვენი შვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა?------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. რამდენად
ადეკვატურია ის სახლში?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. ახასიათებს
თუ არა თქვენს შვილს საკუთარ თავში ჩაკეტვა? და რა არის ამის მიზეზი?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. რა
წარმოადგენს მის დაინტარესების სფეროს?
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. როგორ
ფიქრობთ რამდენად ახერხებს თქვენი შვილი გაკვეთილზე საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.
რა ფორმით ახერხებთ მის დახმარებას საშინაო დავალების
შესრულებისას ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. როგორი
დამოკიდებულება აქვს მას სკოლის, კლასისა და
პედაგოგების მიმართ?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8. რამდენად
ხშირად ახერხებთ პედაგოგებტან კომუნიკაციას?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9.
თქვენი აზრით რამ შეიძლება გამოიწვიოს მისი მოტივაცია
საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად? ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი
N 3.
კითხვარი
პედაგოგებისათვის
სახელი,
გვარი---------------------------------------------
1. რამდენად
ახერხებს სსსმ მოსწავლე თქვენს გაკვეთილზე საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. როგორია
თქვენი მოლოდინები სსსმ მოსწავლის მიმართ?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. აძლევთ
თუ არა სსსმ მოსწავლეს ინდივიდუალური სასწავლო
გეგმით განსაზღვრულ დავალებებს?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.
განვლილი პერიოდის განმავლობაში როგორია სსსმ მოსწავლის განვითარება? არის პროგრესით თუ დონე თანდათან იკლებს?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5.
რამდენად ახერხებთ კლასში შემსვლელი პედაგოგები თანამშრომლობას
ერთმანეთთან? სპეც. მასწავლეელთან? მშობლებთან?
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. რა
სტრატეგიები და აქტივობები შეიძლება იქნეს გამოყენებული იმისთვის, რომ სსსმ მოსწავლემ თავისი შესაძლებლობები
ეფექტურად გამოავლინოს?
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი N 4.
კითხვები
სპეც. პედაგოგისათვის
1.
როგორია სსსმ მოსწავლის დიაგნოზი?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. როგორ
ფასდება მისი სოციალური და ფსიქოლოგიური უნარები?
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.
რამდენად შესწევს უნარი საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად
შეფასებისა? --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. რამდენად ახერხებს მოსწავლე თქვენთან ურთიერთობისას
საკუთარი შესაძლებლობების ეფექტურ გამოვლენას და რეალიზებას---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------31-
5.რამდენად
გააზრებულია სსსმ მოსწავლის ქმედება? ფიქრობს თუ არა რას აკეთებს? იაზრებს თუ არა მის
ჩადენილ ქმედებებს?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კვლევის რეფლექსია
2017-2018 სასწავლო წელს თერჯოლის
მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის #1 საჯარო სკოლაში დირექციისა და კათედრის მხარდაჭერით
დავგეგმე მეწარმოებია პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. რადგან სკოლაში გვქონდა
ისეთი პრობლემატური საკითხი როგორიცაა სსსმ მოსწავლესთან მუშაობაა ამიტომ თემად ავირჩიე
,,სსსმ მოსწავლის პრობლემები, შესაძლებლობები და საჭიროებები.“
კვლევის მიზანი იყო
სსსმ მოსწავლის
შესაძლებლობების ეფექტური გამოვლენისა და რეალიზების მიზეზების დადგენა, შესაბამისი
ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და
მიღებული შედეგების შეფასება.
კვლევის ამოცანის განსაზღვრისას
პასუხი უნდა გაცემოდა შემდეგ კითხვებს:
1.
რამდენად
ახერხებენ მასწავლებლები სსსმ მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენას?
2.
როგორია
სსსმ მოსწავლის მოტივაცია საგაკვეთილო პროცესში?
3.
არის
თუ არა მიზანმიმართული სპეცმასწავლებლისა და მასწავლებლების თანამრომლობა?
4.
როგორია
სსსმ მოსწავლის ფსიქოლოგიური ფაქტორები გკვეთილზე?
5.
შეუძლია
თუ არა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა
საგაკვეთილო პროცესში?
6.
ხდება
თუ არა პედაგოგთა შორის აზრთა ურთიერთგაზიარება?
7.
იცნობს
თუ არა სსსმ მოსწავლე და მისი მშობელი შესაძლებლობების
გამოვლენისა და რეალიზების ინსტრუმენტებს?
8.
რამდენად
გასათვალისწინებელია კლასის კლიმატი სსსმ მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენის პროცესში?
9.
როგორ
შეიძლება გადაიჭრას სსსმ მოსწავლის შესაძლებლობები
და მისი საჭიროებების პრობლემა?
კოლეგებისათვის პრაქტიკის კვლევის შედეგების გაზიარების გზები
დეკემბერ_მარტის თვეების განმავლობაში განხორციელებული კვლევის დასრულების შემდგომ შედგა მასწავლებლებთან
შეხვედრა. მასზე მოწვეული იყო კვლევის სტრუქტურითა
და
შინაარსობრივი თვალსაზრისით
დაინტერესებული პედაგოგები.
ჩემს მიერ კვლევის ანგარიში აუდიტორიას წარედგინა პრეზენტაციის სახით. პრეზენტაციაზე
გამოყენებული იყო კომპიუტერული მოწყობილობები: კომპიუტერი, პროექტორი და მეხსიერების
ბარათი.
პრეზენტაციაზე დამსწრე საძოგადოებას ვესაუბრე თუ
რაზე გავამახვილე ძირითადი ყურადღება მუშაობის პროცესში ეს იყო:
● კვლევის საკითხის შერჩევის,
● საკვლევი პრობლემის მიზნისა
და ამოცანების განსაზღვრის,
● კვლევის პრინციპების, მეთოდებისა და მიდგომების,
● კვლევის ტიპების,
● კვლევის თეორიული ცოდნის მნიშვნელობის,
● კვლევის პროცესში მიღებული გამოცდილების შესახებ.
ასევე ხაზგასმით ავღინიშნე პრაქტიკის
კვლევის ანგარიშის დაწერის სტრუქტურის შესახებ. კერძოდ, ყურადღება
გავამახვილე, რომ პრაქტიკის კვლევის ანგარიშის
შექმნისას
§ პირველ გვერდზე იწერება პრაქტიკის კვლევის სათაური,
§ შემდეგ_სარჩევი გვერდების მითითებით თანმიმდევრულად
აღნუსხული კვლევის მიმდინარეობა,
§ მომდევნო ეტაპზე პრაქტიკის კვლევის ბიბლიოგრაფია,
§ ბოლოს დანართის სახით შესაბამისი ტექსტები,
ცხრილები და დიაგრამები.
პრეზენტაციისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე ინტერვენციათა სწორად დაგეგმვის, განხორციელებისა
და შეფასების მნიშვნელობაზე. იმდენად, რამდენადაც
აუცილებელია სწორედ პრაქტიკის კვლევის ფარგლებში
გახდეს შესაძლებელი პრობლემათა გადაჭრა.
მსმენელთა ჩართულობა იყო
საინტერესო როგორც პრეზენტაციის მსვლელობისას , ასევე
მისი დასრულების შემდეგ.
პრეზენტაციის
დასრულებისას შეხვედრის ყველა მონაწილის მხრიდან გამოითქვა პოზიტიური შეფასება შეხვედრის
ამგვარი ფორმით ორგანიზების, კეთილგანწყობილი
ურთიერთთანამშრომლობისა და საკუთარი გამოცდილების გაზიარების გამო. შეხვედრამ მასწავლებლებს აღუძრათ მოტივაცია. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკის კვლევა რთული და
საპასუხისმგებლო აქტივობაა, მათაც დაგეგმონ,
განახორციელონ და გაუზიარონ კოლეგებს.
წარმოგიდგენთ პრეზენტაციის დროს პედაგოგთა მხრიდან მიღებულ უკუკავშირს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით:
პრეზენტაციის საფუძველზე მოწოდებული უკუკავშირი.
ა) კვლევის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ჯგუფში
გაჩნდა გარკვეული კითხები ჩემ მიმართ:
1. რატომ ჩათვალეთ საჭიროდ, ეს აგერჩიათ საკვლევი
თემა?
2. მოხდა თუ არა კვლევის ვადების სწორად განსაზღვრა?
3. სად მოიძიეთ პრაქტიკის კვლევის
საკითხის შესაბამისი ლიტარატურა და რა ფორმით ჩადეთ იგი პრაქტიკის კვლევის ანგარიშში?
ჩემ მიერ გაცემულ იქნა ადეკვატური პასუხები, იმის საუძველზე,
რომ მას კვლევის პროცესის დაგეგმვის, წარმართვისა და განხორციელებისათვის თავად მომიხდა
დასმულ საკითხებთან შეხება და მისი გადაჭრის გზების ძიება კვლევის განხორციელების დროს.
პასუხები შემდეგნაირად
ჩამოვაყალიბე:
1.
საკვლევი თემატიკა
სკოლაში არსებული სსსმ მოსწავლის გამო მოვაახდინე
არსებული კვლევის შემთხვევაში,
საკვლევი თემა განვსაზღვრე სასწავლო პროცესზე დაკვირვებისა და არსებული გამოცდილების, ასევე განვითარების გეგმაში
ჩადებული მასწავლებლისათვის მისაღწევ ინდიკატორებზე
დაყრდნობით.
2. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოიცავს მონაცემთა შეგროვებას, ანალიზს, ინტერვენციების
დაგეგმვა_განხორციელებას, მეორად დაკვირვებასა და კვლევის შედეგების შეფასებას. კონკრეტულ შემთხვევაში კვლევა განხორციელდა დეკემბერ_აპრილის
განმავლობაში.
3. კვლევის პროცესში საჭირო ტერმინოლოგიის მოძიება
_გამოყენებისათვის გავეცანი ინტერნეტ სივრცეში არსებულ ლიტერატურას. ასევე ეროვნულ
სასწავლო გეგმას, „ინკლუზიური სწავლების გზამკვლევსა“ და სხვა საგანმანათლებლო სახის
ლიტარატურას
ბ) მსჯელობის საგანი გახდა საკვლევი თემის ფარგლებში
სსსმ მოსწავლის ფსიქოლოგიური, სოციალური და
მის მიერ გონებრივი შესაძლებლობების გაკვეთილზე
სრულად და ეფექტურად გამოვლენის საკითხები.
უკუკავშირი 1.
პრეზენტაციის მიმდინარეობისას მასწავლებლის მიერ
გამოითქვა მოსაზრება, რამდენად სანდო და ობიექტური იქნებოდა დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის ჩატარებული ანკეტური გამოკითხვა.
მან საჭიროდ მიიჩნია დაზუსტებულიყო ამ გამოკითხვის ტიპი, რათა მოსწავლეთა მიერ გამოთქმული შეფასებები და აზრები ყოფილიყო ობიექტური
მიღებული უკუკავშირის ანალიზი:
ჩემ მიერ დაზუსტდა და აღინიშნა,
რომ ანკეტირება განხორციელდა ანონიმურობის დაცვით, ეს კი შედარებით უზრუნველყოფდა კლასებში
არსებული კლიმატის ობიექტურ შეფასებას. რის მაჩვენებელსაც ადასტურებს კვლევის ანგარიშში დანართის სახით წარმოდგენილი დიაგრამები.
უკუკავშირი
2.
კოლეგამ ივარაუდა, რომ კვლევის
შედეგების ობიექტური სურათის მიღებისათვის
ფოკუსირებული დაკვირვების დროს გაკვეთილზე დასწრების პროცესი შესაძლებელია რამდენადმე
არ ყოფილიყო რეალობის ადეკვატური, მაშინ, როცა მასწავლებელს
ეცოდინებოდა შესაძლო დასწრების შესახებ. რითაც შეიმნებოდა სსსმ მოსწავლეთა
ჩართულობის ერთჯერადი ეფექტურობის სურათი.
მიღებული უკუკავშირის ანალიზი:
კოლეგას გავაცანი, გაკვეთილზე დასწრების დროითი
ფაქტორის ორგანიზების შესახებ. აუხსენი, რომ,
მართალია გაკვეთილზე დასწრება დაიგეგმა მასწავლებელთან შეთანხმებით, მაგრამ ეს იყო
არა წინასწარ განსაზღვრული კონკრეტული გაკვეთილის, არამედ ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ დამკვირვებლის მიერ შერჩეული საგაკვეთილო დრო. ამით თავიდან იქნა აცილებული
ერთჯერადი ეფექტურობა.
უკუკავშირი
3.
სპეცმასწავლებლის მიერ გამოითქვა
მოსაზრება, რომ სსსმ მოსწავლეებზე დაკვირვება,
ინტერვენციები, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე მორგებული აქტივობების შემუშავება-განხორციელება
თითოეული მასწავლებლის მოვალეობაა, გამოხატა
კმაყოფილება ესოდენ საშური საკითხით დაინტერესების გამო და გამოთქვა თანამშრომლობისა
და მასწავლებელთა მხარდაჭერისათვის მუდმივი მზაობა.
მიღებული უკუკავშირის ანალიზი:
მართებულად მიმაჩნია სპეცმასწავლებლის
შეფასებები, გამოვხატე საკუთარი დამოკიდებულება სსსმ მოსწავლეთა მიმართ მუდმივი მონიტორინგის
აუცილებლობის შესახებ ( რომელიც დაფიქსირებული
იყო კვლევის ანგარიშში) და ასევე გამოხატა მუდმივი მზაობა სპეცმასწავლებლებსა და კლასში
შემსვლელ სხვა პადაგოგებთან ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებისათვის.
კოლეგებისთვის
ჩემი კვლევის სარგებელი იმაში მდგომარეობს,რომ ამით სტიმული მივეცი მათ იბრძოლონ
სიახლეების გასათავისებლად,არ შეუშინდნენ პრაქტიკაში წარმოქნილ პრობლემებს.გაითავისონ
,რომ სასწავლო პროცესში ურთიერთობები მოსწავლეებთან ააწყონ ნდობაზე,გაგებაზე,იყვნენ
ფასილიტაციით დაკავებული და მოსწავლეებს არ შეუზღუდონ თავისუფალი აზროვნება,თუნდაც
მათთვის მიუღებელი იყოს ის.
პედაგოგები დაინტერესდნენ, თუ როგორ შეიძლებოდა მათაც
განეხორციელებინათ საკუთარი პრაქტიკის კვლევა . ისინი სვამდნენ შეკითხვებს იმასთან
დაკავშირებით ,თუ როგორ მოეხდინათ
საკვლევი პრობლემის იდენტიფიცირება. ჩემი გამოცდილების
ფარგლებში ვუზიარებდი საკუთრ ცოდნას და ვფიქრობ დავარწმუნე, რომ მათაც შეუძლიათ კვლევის
განხორციელება.
კოლეგების მხრიდან მიღებულმა უკუკავშირმა ნამდვილად
აამაღლა ჩემი მოტივაცია და მზაობა ნებისმიერი ახალი გამოწვევების მიმართ. ჩატარებულმა
კვლევამ გაამდიდრა ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა. საინტერესო და ნაყოფიერი გახადა ჩემი
ყოველდღიური მოღვაწეობა.
ვფიქრობ და განვახორციელებ კიდეც კვლევასთან დაკავშირებული
გამოცდილების უფრო ფართოდ გაზიარებას მსურველი
კოლეგებისთვის.